კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვინ არღვევს ჟურნალისტთა უფლებებს ზუგდიდში

17 აგვისტო, 2006

ვინ არღვევს ჟურნალისტთა უფლებებს ზუგდიდში

14 აგვისტოს, დაახლოებით 19 საათსა და 30 წუთზე, წალენჯიხის ერთერთ გარეუბანში, სამცაცხვის რესტორნის ყოფილ ტერიტორიაზე, გაისმა რამდენიმე გასროლა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან. მოგვიანებით გაირკვა, რომ ადგილი ქონდა კრიმინალურ გარჩევებს. ინცინდეტის შედეგად სამი პიროვნება დაიჭრა. ძმები ლაშა და ლევან ეგიები და შოთა თვალავაძე  სასწრაფოდ გადაიყვანეს ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფო "რესპუბლიკაში", სადაც მათ გადაუდებელი ოპერაციები გაუკეთდათ. ერთერთ მათგანს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. საავადმყოფოში მისულ ჟურნალისტებს, დაჭრილთა ოჯახის წევრები, ახლო ნათესავები და მათი მეგობრები დახვდნენ. ჭირისუფლები კატეგორიულად შეეწინააღმდეგნენ ჟურნალისტებს და არ მისცეს მათ საშუალება დაეფიქსირებინათ დაჭრილები. მეტიც, ზოგიერთმა დაკუნთულმა ახალგაზრდამ ფიზიკური ძალაც კი გამოიყენა მათ წინააღმდეგ. დაჭრილთა ახლობლებმა ჟურნალისტები თითქმის ნახევარსაათიანი შეხლაშემოხლის შემდეგ აიძულეს დატოვებინათ საავადმყოფო. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი რომ, საავადმყოფოში ამ დროისათვის არც ერთი პოლიციელი არ იყო.

ეგიებისა და თვალავაძის  დაჭრაში ეჭვმიტანილია ზურაბ ილიას ძე მიქავა. მიქავა დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, დაზარალებულებიც და ეჭვმიტანილიც კრიმინალური ავტორიტეტები არიან და სწორედ ამიტომ არ უნდოდათ მათ ჟურნალისტებთან ურთირთობა. თუმცა, ზუგდიდში მასმედიას არც პოლიციელები სწყალობენ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს, ან უფლებამოსილების გადამეტებას ეხება.

ერთი ასეთი ფაქტი მიმდინარე წლის იანვარში მოხდა: სამეგრელო_ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის წალეჯიხის რაიონული გაყოფილების თანამშრომელმა ჯონი გულორდავამ ტაბელური პისტოლეტიდან სახის არეში უმძიმესი ჭრილობა მიაყენა დ. ღვინჯილიას. ინცინდენტი მოხდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში რესტორან "დიდებულში". შემთხვევის ადგილზე მისულ ჟურნალისტებს პოლიციის მაღალჩინოსნებმა არ მისცეს საშუალება დაეფიქსირებინათ მომხდარი ფაქტი. იყო მუქარებიც, სიტყვიერი შეურცყოფაც.

შემთხვევის ადგილიდან ჟურნალისტებმა ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფო "რესპუბლიკაში“ გადაინაცვლეს , სადაც სასწრფო ოპერაციას უკეთებდნენ დაზარალებულს. პოლიციელ გულორდავას ოჯახის წევრებმა_დამ, დედამ, მეღლემ, მეგობარმა ქალბატონმა სიტყვიერი შეურაცხყოფა არ აკმარეს ჟურნალისტებს - მათ ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. რომ არა მედპერსონალისა და საპატრულო პოლიციის თავგამოდება, ღვინჯილიას ბედს მასმედიაც გაიზიარებდა.

სამწუხაროდ, ყველაფერი აქ არ დამთავრებულა. მეორე დღეს საავადმყოფოში, სულ სხვა სიუჟეტზე  მისულ ჟურნალისტთა ჯგუფს თავს დაესხნენ ჯონი გულორდავას
ოჯახის წევრები და მეგობრები . დაფიქსირდა კამერის დამტვრევის მცდელობა,

აგრეთვე ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს ეტლეკომპანია „მზის“ ჟურნალისტებს მალხაზ ბასილაიას , გოჩა ლემონჯარიას და თავისუფალი გაზეთის ჟურნალისტს ნატო ბერულავას. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ზუგდიდის პოლიციის
სამმართველოს ქვეგანყოფილების შემადგენლობა და სამხარეო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც გულგრილად ადევნებდნენ თვალს ჟურნალისტების ცემას. ამ დროისთვისთვის, ჯონი გულორდავას მიმართ საქმე შეწყვეტილია. შესაბამისად ძებნაც მოეხსნა და ის თავისუფლად გადაადგილდება რეგიონის მასშტაბით დამ ის ფარგლებს გარეთაც უახლესი მარკის ძვირადღირებული ავტომანქანით.

ნატო ბერულავა, ზუგდიდი

ახალი ამბები