კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტების ცემაში ეჭვმიტანილი ჯანდაცვის რეგიონულ ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს

17 აგვისტო, 2006

ჟურნალისტების ცემაში ეჭვმიტანილი ჯანდაცვის რეგიონულ ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს

გურიის   შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლევან სკამკოჩაიშვილი, რომელიც გამოძიების მიერ  გაზეთ „გურიის მოამბის“ ჟურნალისტების ცემაშია ეჭვმიტანილი, თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა  ლევან სკამკოჩაიშვილის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანებას გასულ კვირას მოაწერა ხელი,  განაცხადეს სამინისტროს პრეს-ცენტრში.

მათივე განმარტებით, სკამკოჩაიშვილს თანამდებობა  ჟურნალისტებთან მომხდარი ინციდენტის გამო დაატოვებინეს.
გაზეთ „გურიის მოამბის“ რედაქციის მტკიცებით, ლევან სკამკოჩაიშვილმა, გაზეთის  ჟურნალისტებს 28 ივლისს, საკუთარ კაბინეტში სცემა.

ჟურნალისტების ცემის ფაქტზე ოზურგეთის შს სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე  აღიძრა. გამოძიებამ სკამკოჩაიშვილი ეჭვმიტანილად ცნო.

media.ge

ახალი ამბები