კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის დახმარებით პატიმარი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს

25 აგვისტო, 2006

თბილისი.25.08.06.მედიანიუსი. სახალხო დამცველს სოზარ სუბარს განცხადებით თბილისის #1 საპყრობილეში მყოფმა პატიმრის გიორგი გ-ს დედამ ნანული გ-მ მიმართა. მისი თქმით, პატიმარი გიორგი გ. ტუბერკულოზის მძიმე ფორმით არის დაავადებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.

2006 წლის 29 ივნისს სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების ექიმ-ექსპერტთა ერთობლივი კომისიის თავმჯდომარეს ბადრი ბალავაძეს პატიმარი გიორგი გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება მოსთხოვა.

21 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ პატიმარს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რის შედეგად ფილტვების ტუბერკულოზი დაუდგინდა. პატიმარი გიორგი გ. შემდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ახალი ამბები