კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დუშეთის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარეს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებენ

28 აგვისტო, 2006

თბილისი.28.08.06.მედიანიუსი. “დუშეთის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარემ თემურ ჯერვალიძემ 2006 წლის 22 აგვისტოს რამაზ ქავთარაძის მიმართ გამოტანილი განაჩენით, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა’’, _ უთხრა “მედიანიუსს’’ სამართლებრივი დახმარების ცენტრ `იმედის’ წევრმა და ბრალდებულ რამაზ ქავთარაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.

იგი ამასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საჩივრის შეტანას აპირებს  და თემურ ჯერვალიძის დასჯას მოითხოვს.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 2006 წლის 27 თებერვალს დუშეთის რაიონში, სოფელ მენესოში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რამაზ ქავთარაძე მეგობრებთან ერთად სამედიცინო პრეპარატის სათხოვნელად  მივიდა გივი ციხელაშვილთან.  რამაზ ქავთარაძემ შეურაცხყოფა მიაყენა ციხელაშვილს და მისი ოჯახის წევრებს, თოფიდანაც გაისროლა. აღნიშნული ფაქტი სასამართლოზე მოწმეებმა არ დაადასტურეს, _ აცხადებს სამართლებრივი დახმარების ცენტრ `იმედი’ წარმომადგენელი.

ირმა ჭკადუას თქმით, საპატრულო პოლიციის გამომძიებელმა რ. რიჟამაძემ მოწმეთა ჩვენებები გააყალბა და მოსამართლე ჯერვალიძემ უსამართლოდ ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბრალდებულის ადვოკატების ირმა ჭკადუას და ლიკა ჭაჭუკაშვილის მიმართვით, დუშეთის საოლქო პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, გააყალბა თუ არა ჩვენებები რ. რიჟამაძემ.
ადვოკატები აპირებენ მოსამართლე თემურ ჯერვალიძის მიერ გამოტანილი განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას.
 
დუშეთის რაიონში ასეთი უკანონო განაჩენის გამოტანის ფაქტები ხშირია, _ აღნიშნა ირმა ჭკადუამ და მაგალითად მოიყვანა რამდენიმე ხნის წინათ ერთ-ერთი პირის დაპატიმრება დაასახელა, რომელსაც ადრე ნასამართლობის გამო გამოძიებამ `შეუთხზა საქმე და 1 ბოთლი ლუდის მოპარვისთვის სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა’.

ახალი ამბები