კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა შესაძლოა არჩევნებში კენჭისყრა ვერ შეძლოს

28 აგვისტო, 2006

თბილისი.28.08.06.მედიანიუსი. პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 5 ოქტომბერს ჩატარებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს არჩევნებიდან ოპოზიციის ჩამოცილებას.

კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის კობა დავითაშვილის განმარტებით, პრეზიდენტმა მას და რესპუბლიკური პარტიის წევრს დავით ბერძენიშვილს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მოუსპო. კერძოდ, დავითაშვილის თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატების განაცხადების მიღება 11 სექტემბერს მთავრდება. პარლამენტის სხდომა კი 12 სექტემბერს არის დანიშნული. შესაბამისად, მასსა და ბერძენიშვილს არა აქვთ საშუალება მოიხსნან სადეპუტატო უფლებამოსილება და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება პარლამენტის წევრს მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის არჩევნებამდე მოიხსნის სადეპუტატო უფლებამოსილებას.
სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნა კი მხოლოდ პარლამენტის პლენარულ სხდომას შეუძლია.

ახალი ამბები