კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მესაზღვრეებმა შპიონაჟში ეჭვმიტანილი მუსლიმი ფინელი დააკავეს

31 აგვისტო, 2006

თბილისი.31.08.06.მედიანიუსი. ქართველმა მესაზღვრეებმა 28 აგვისტოს საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩრდილოეთ მონაკვეთზე შპიონაჟში ეჭვმიტანილი მუსლიმანი ფინელი დააკავეს.

ფინეთის მოქალაქე, აბუ ბაკერ ჰეიკილა საქართველოში 25 აგვისტოს ჩამოვიდა. იმავე დღეს ყაზბეგის მიმართულებით გაემგზავრა და სასაზღვრო პოლიციის რეგიონულ სამმართველო “ყაზბეგის” სექტორ “ჯუთაზე” რეგისტრაცია გაიარა, როგორც ტურისტმა “ჯუთა-შატილის” მიმართულებით.

მესაზღვრეებმა თავდაპირველად საეჭვო გარემოებად მისი წარმომავლობა და გარეგნული იერსახე მიიჩნიეს, თუმცა მის პასპორტში გაყალბების ნიშნები არ აღინიშნებოდა და შესაბამისად, მესაზღვრეებმა იგი გაატარეს. თუმცა ეჭვის ბოლომდე გასაფანტად, რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ფინელი მოქალაქის მარშრუტი კონტროლზე აიყვანეს.

როგორც სასაზღვრო პოლიციაში აცხადებენ, 26-27 აგვისტოს “ტურისტი” საზაფხულო საგუშაგო “არხოტისთავის” დასაცავი მონაკვეთის ტერიტორიაზე (აღნიშნული ტერიტორია ინგუშეთის მონაკვეთს ესაზღვრება) მოძრაობდა და აშკარად ჩანდა, რომ შატილის მიმართულებით გადაადგილებას არ ჩქარობდა და ორი დღის განმავლობაში მესაზღვრეთათვის უცნაურად იქცეოდა. იგი თითქოს ვიღაცას ელოდა და ტერიტორიას ზვერავდა. როცა სასაზღვრო განწესი მიუახლოვდა,  მიმალვა სცადა, ამის შემდეგ განწესმა იგი დააკავა.

წინასწარი ინფორმაციით, მას აღმსარებლობის შეცვლის შემდეგ სახელი და გვარიც გამოცვლილი აქვს,  საქართველო-რუსეთის საზღვრის გადაკვეთას კი უკანონოდ აპირებდა. მის ხელბარგში პირად ნივთებთან ერთად ჩრდილო კავკასიის რუკები, ბინოკლები, დანები და სხვა საეჭვო დანიშნულების საგნები აღმოჩნდა. შესაბამისი საგამოძიებო პროცედურების ჩატარების შემდეგ აღნიშნული პირი შსს-ს ანტიტერორისტულ ცენტრს გადაეცა.

ახალი ამბები