კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ავადმყოფი პატიმრებისთვის უკეთეს პირობებს ითხოვს

4 სექტემბერი, 2006

თბილისი.01.09.06.მედიანიუსი. საქართველოს სახალხო დამცველის და სახალხო დამცველის აპარატთან არსებული პაციენტთა უფლებების დაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მონიტორინგი ჩაატარეს და პატიმრები მოინახულეს.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფება საიზოლაციო პალატაში მოთავსებული პატიმარი მალხაზ ზედელაშვილი. მან 27 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მეხუთე საპყრობილეში ამბოხის დროს თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიღო.

სახალხო დამცველის წარმომადგენელთა თქმით, პატიმარს ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდეგ სათანადო მკურნალობა და რეაბილიტაციის კურსი არ უტარდება. როგორც ავადმყოფმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს უთხრა, იგი 16 აგვისტოს იუსტიციის და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივ სამედიცინო კომისიაზე გაიყვანეს, თუმცა, არავის გაუსინჯავს. მიუხედავად ამისა, კომისიამ მკურნალობა ადეკვატურად მიიჩნია და ნეიროქირურგიულ სტაციონარში გადაყვანა საჭიროდ არ სცნო.

პროტესტის ნიშნად პატიმარმა შიმშილობა დაიწყო და უარი თქვა მედიკამენტების მიღებაზე. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთა თქმით, იზოლირებულ პალატებში უმძიმესი სანიტარული მდგომარეობაა. ოთახის ტემპერატურა ძალიან მაღალია. შენობაში გაჩენილი მღრნელების, მწერებისა და ქვეწარმავლების გამო, ანტისანიტარია და საშინელი სუნია გაჩენილი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მალხაზ ზედელაშვილთან სასწრაფოდ უნდა იქნეს მიწვეული კვალიფიციური ნეიროქირურგი და ავადმყოფი გადაყვანილ უნდა იქნას არსებული ანტისანიტარიული პალატიდან.

სახალხო დამცველის აპარატში მზადდება შესაბამისი რეკომენდაციები იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის.

ახალი ამბები