კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იგორ გიორგაძის მხარდამჭერები ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან

6 სექტემბერი, 2006

თბილისი.06.09.06.მედიანიუსი. იგორ გიორგაძის მხარდამჭერ ორგანიზაციებში მიმდინარე ჩხრეკასა და ზოგიერთი წარმომადგენლის დაკავებასთან დაკავშირებით, დღეს თბილისში, იგორ გიორგაძის საქველმოქმედო ფონდის "სამართლიანობის" ოფისის წინ პოლიტიკური მოძრაობა `იმედის" გენერალურმა მდივანმა გიორგი ხმელიძემ განცხადება გააკეთა.

გიორგი ხმელიძის თქმით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით იგორ გიორგაძის საქველმოქმედო ფონდის ოფისში ჩხრეკა დაიწყო. დაკავებულია მოძრაობა `ანტისოროსის~ ლიდერი მაია ნიკოლეიშვილი, ქრისტიანულ-მონარქისტული  პარტიის ლიდერი თემურ ჟორჟოლიანი და პარტია `სამართლიანობის'  რეგიონული ოფისების რამდენიმე წარმომადგენელი.

იგი ხელისუფლების ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტია `იმედი"" ხელისუფლების მიერ `გადადგმულ უგუნურ ნაბიჯებს არ შეუშინდება და საპროტესტო აქციებს გააგრძელებს. ""თუ ხელისუფლება არ შეწყვეტს ჩვენს პოლიტიკურ დევნას, მოვაწყობთ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს. იძულებული გავხდებით მოვითხოვოთ ხელისუფლების გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები"", _ განაცხადა გიორგი ხმელიძემ.

ახალი ამბები