კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გელა ნიკოლეიშვილი: სამართალდამცველებმა იგორ გიორგაძის მომხრე 100-მდე კაცი დააკავა

6 სექტემბერი, 2006

თბილისი.06.09.06.მედიანიუსი. `საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა პოლიტიკური მოძრაობა `სამართლიანობის~ ლიდერის იგორ გიორგაძის მომხრე დაახლოებით 100-მდე კაცი  დააკავეს. მათ შორის ზოგი დაკავებულია, ზოგის კი მხოლოდ დაკითხვა მიმდინარეობს', - უთხრა `მედიანიუსს' კონსერვატიულ-მონარქისტული პარტიის თავმჯდომარის თემურ ჟორჟოლიანის ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა.

დღეს საქართველოში იგორ გიორგაძის მხარდამჭერი ორგანიზაციების `სამართლიანობის~, ქრისტიანულ-მონარქისტული პარტიის, მოძრაობა `ანტისოროსისა~ და იგორ გიორგაძის ფონდის ოფისებისა და წარმომადგენელთა ბინებში ჩხრეკა ჩატარდა. ამორებულია კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.

გელა ნიკოლეიშვილის თქმით, თემურ ჟორჟოლიანის ქრისტიანულ-მონარქისტული პარტიის მარტო 15 წევრი დასაკითხად არის დაკავებული და ამდენივე კაცია აყვანილი დასაკითხად სხვა პარტიებიდანაც.

ახალი ამბები