კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროკომისიის დელეგაცია უკმაყოფილოა ქართულ მედიაში შექმნილი ვითარებით

13 სექტემბერი, 2006

საქართველოში ევროკომისიის დელეგაცია უკმაყოფილოა ქართულ მედიაში შექმნილი ვითარებით. დელეგაციის მეთაურმა ტორბენ ჰოლცემ 12 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში,  საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საპარლამენტო კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე, განაცხადა, რომ „ქართულ მედიაში ბევრი რამ  შესაცვლელია“.
ჰოლცემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს საზოგადოებრივი  მაუწყებელი  თანამშრომლებთან ერთთვიან შრომით ხელშეკრულებებს აფორმებს, რაც შრომითი კანონმდებლობისა და  მაუწყებლის  თანამშრომელთა უფლებების უხეში დარღვევაა.
ჰოლცემ ასევე შენიშნა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ქართველი ჟურნალისტები თავს არიდებენ ხელისუფლების ღიად კრიტიკას.

საზოგადოებრივი  მაუწყებლის  ადმინისტრაციის  წარმომადგენელმა ხათუნა კვესელავამ განაცხადა, რომ  ჰოლცე არასწორ ინფორმაციას ფლობს, რადგან   საზოგადოებრივმა   მაუწყებელმა  მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ერათწლიანი კონტრაქტების გაფორმება დაიწყო და ეს პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება.

ახალი ამბები