კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროტესტი ციხეში

25 სექტემბერი, 2006

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის #4 საპყრობილეში ორმა პატიმარმა მეათე დღეა რაც  პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ესენი არიან გერლიანი ზაზა და გვამრიანი ერეკლე.

 დაკავებულთა ადვოკატის შორენა სურმავას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები 26 ივლისს საკენში დააკავეს. მათ წაუყენეს ბრალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვაში. დაკავებულები მასთან საუბარში ამბობენ, რომ ისინი ნებაყოფლობით გამოცხადდნენ საკენში სოდ-ის თანამშრომლებთანდა საკუთარი ნებით ჩააბარეს იარაღი. მიუხედავად ამისა, სამართალდამცავებმა ორივე დააკავეს. გერლიანისა და გვამრიანის მდგომარეობა კიდევ უფრო  დამძიმდა მას შემდეგ, რაც 14 სექტემბერს გამომძიებელმა ლაშა ყოლბაიამ მათ კიდევ ერთი მუხლით წაუყენა ბრალი- უკანონო შეიარაღებულ ფორმირების წევრობა. შ. სურმავა აცხადებს, რომ ორივე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა. პატიმრები კი არ აპირებენ შიმშილობის შეწყვეტას და ამბობენ, რა ციხეში ვყოფილვართ და რა მოვმკვდარვართო.

ადვოკატმა უკვე მიმართა სახალხო დამცველის სამეგრელოს კოორდინატორს ბაგრატ ქირიას, მაგრამ უშედეგოდ. სახალხო დამცველმა რეაგირების გარეშე დატოვა ეს ფაქტი.

ნატო ბერულავა, ზუგდიდი  

ახალი ამბები