კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უბედური შემთხვევა ხაიშში

27 სექტემბერი, 2006

 
22 სექტემბერს, მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში, შსს საგუშაგო პოსტზე უბედური შემთხვევა მოხდა. შსს სწაფი რეაგირების ზუგდიდის ბატალიონის თანამშრომელი ბაჩანა კვიკვინია იარაღთან გაუფრთხილებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ( ყოველ შემთხვევაში ამას  ამბობენ ძალოვანი უწყებების თანამშრომლები კერძო საუბრებში, ოფიციალური კომენტარი ამ თემაზე არავის არ გაუკეთებია.) 

 ბაჩანა კვიკვინია 22 სექტემბერს მორიგე იყო. მან ავტომატი მიაყუდა კედელთან და როცა აიღო ჩახმახს გამოჰკრა ხელი. როგორც გაირკვა ავტომატის ლულაში ტყვია იყო და მოხდა გასროლა. ტყვია  ბ. კვიკვინიას მოხვდა ყბის არეში, რამაც გამოიწვია მისი დაღუპვა ადგილზე.

 დაღუპულის ოჯახის წევრების განცხადებით, ექსპერტიზა ჩატარებულია, თუმცა ისინი ამაში დარწმუნებულნი არ არიან. ბაჩანა კვიკვინია 24 წლის იყო, ჰყავდა მეუღლე და 3 თვის შვილი. ცხოვრობდა ზუგდიდში კრილოვის ქუჩაზე.

 ნატო ბერულავა, ზუგდიდი.

ახალი ამბები