კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაცემი პატიმარი ზუგდიდის საპყრობილეში

27 სექტემბერი, 2006

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის #4 საპყრობილეში ნაცემი პატიმარი იმყოფება. ვახტანგ გოგისვანიძე, დაბ.1970 წელს, მცხ. ქ. ქუთაისში, ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, დააკავეს ფოთში. მას ბრალად ედება  ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა. სრულიად შემთხვევით გახდა ცნობილი ის ფაქტი, რომ ვ. გოგისვანიძე სასტიკად არის ნაცემი. მას აღენიშნება მრავლობითი დაჟეჟილობა სხეულის ყველა ნაწილზე, აქვს თავის ქალის შიდა ტრავმა,

გატეხილი  ცხვირის ძვალი. დაკავებულთან რამდენჯერმე ჰყავდათ როგორც თერაპევტი, ასევე ტრავმატოლოგი, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ არ ჩათვალა საჭიროდ პატიმარი საავადმყოფოში გადაეყვანათ. გოგისვანიძე ციხეში მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის კოორდინატორმა სამეგრელო- ზემო სვანეთში ბაგრატ ქირიამ. მხოლოდ მისი ჩარევის შემდეგ ჩაუტარდა ექსპეტიზა გოგისვანიძეს. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

გოგისვანიძის თქმით, მას სხეულის დაზიანება დაკავების დროს მიაყენა ფოთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, რადგანაც პოლიციელები ცდილობდნენ ჩაედოთ მისთვის ნარკოტიკი, მან კი წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებული კატეგორიულად უარყოფს “ჰეროინის” შენახვის ფაქტს.
 სამართალდამცავები, როგორც ყოველთვის, არანაირ კომენტარს არ აკეთებენ.

ნატო ბერულავა, ზუგდიდი

ახალი ამბები