კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში პატიმარი გარდაიცვალა

27 სექტემბერი, 2006

თბილისი.27.09.06.მედიანიუსი. შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში 26 სექტემბერს პატიმარი, 30 წლის ნუგზარ ჩავლეიშვილი გარდაიცვალა.

ჩავლეიშვილი იუსტიციის სამინისტროს ბათუმის №3 საპყრობილედან, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში 18 აგვისტოს გადაიყვანეს, დიაგნოზით: აივ/ინფექცია შიდსი „ც-3“ კატეგორიის, განლევის სინდრომი, მარცხენა მხრივი ჰემიპარეზი, თავის ტვინის მალაცია, თავის ტვინის ქერქის ატროფიული ცვლილებები, შუბლის ძვლის მთლიანობის დარღვევა, ეპილეფსია, ტერმინალური სტადია და „ც“ ჰეპატიტი.
ავადმყოფი შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში 4 სექტემბერს გადაიყვანეს. მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თავის ტვინის შეშუპება გახდა.

ნუგზარ ჩავლეიშვილი 2006 წლის 8 აპრილს ნარკოტიკული ნივთიერებისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააპატიმრეს.

ახალი ამბები