კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“იმედი” აღარ არსებობს

1 ოქტომბერი, 2006

ჰუმანიტარული ორგანიზაციის ლიდერს ჩეჩენი ლტოლვილების დახმარებისათვის ასამართლებენ

2005 წლის 6 ოქტომბერს ”ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს” განცხადებით მომართა ჩეჩნეთიდან ლტოლვილმა მაგომედ მახაევმა, რომელმაც განმარტა, რომ საქართველოს გენერალული პროკურატურის მიერ დაწყებულია წინასწარი გამოძიება მისი ჰუმანიტარული ორგანიზაცია “იმედის”  საქმიანობასთან დაკავშირებით და დახმარება ითხოვა.

2005 წლის 6 ოქტომბრიდან ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი აღნიშნულ საქმეში ჩაერთო და გაირკვა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი  დევნის სპეციალური სამსახურის წარმოებაშია - “სისხლის სამართლის #74058041 საქმე რიგი ჩეჩენი ეროვნების მოქალაქეების მიერ 2003 - 2004 წლებში განხორციელებული დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით.). 

მაგომად მახაევმა ჩვენთან საუბარში განმარტა რომ, 2003 წლის 8 აპრილს მან და მისმა მეგობრებმა, აგრეთვე ჩეჩნეთიდან ლტოლვილებმა, დააფუძნეს ჰუმანიტარული ორგანიზაცია “იმედი”.
ჰუმანიტარული ასოციაციის ხელმძღვანელობა წლების განმავლობაში ახორციელებდა მთელ რიგ საქველმოქმედო ღონისძიებს. კერძოდ, საქართველოში, პანკისის ხეობაში კომპაქტურად დასახლებული რუსეთის ფედერაციის ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან  ლტოლვილთა სურსათ-სანოვაგით, შეშით, საწვავით მომარაგება და ჩეჩნეთში ომის შედეგად დაობლებული 86 ბავშვის სასკოლე ნივთებით და ტანისამოსით უზრუნველყოფა. ჰუმანიტარული ორგანიზაცია “იმედის” დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სხვადასხვა საერთაშორისო ჰუმანუტარული ორგანიზაციების მიერ გრანტების სახით გამოყოფილი ფულადი სახსრები.

 “იმედის” წინააღმდეგ წინასწარი გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან შემოსული მასალები. (საქმე ეხება მაგიმომედ მახაევის მიერ თურქეთის რესპუბლიკაში გადარიცხულ დაახლოევით 1.500 აშშ დოლარს – გადარიცხვა განკითვნილი იყო შვილისათვის, რომელიც იმ დროს თურქეთში იმყოფებოდა)

იხილეთ: ჰტტპ://წწწ.ფმს.გოვ.გე/

წინასწარი გამოძიების წარმოების დროს ჰუმანიტარული ასოციაცია “იმედი”-ს ოფისიდან გამოძიების მიერ ამოღებული იქნა აღნიშნული ორგანიზაციის საბუღალტრო საქმიანობის ამსახველი ყველა დოკუმენტი და კომპიუტერის პროცესორები. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შედეგად ჰუმანიტარული ასოციაციის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა ფაქტობრივად შეეწყვიტა დაგეგმილი საქველმოქმედო ღონისძიებები.

ჰუმანიტარული ასოციაცია “იმედი”-ს წინააღმდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის მიერ დაიწყო წინასწარი გამოძიება (სისხლის სამართლის  #74058041 საქმეზე.) (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით.)

აღნიშულ საქმეზე 2005 წლის 27 დეკემბერს დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული ჰუმანიტარული ასოციაცია “იმედი”-ს ხელმძღვანელი მაგომედ მახაევი. (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე, 362-ე მეორე ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით და 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა”, ”ბ”, ”დ” ქვეპუბქტებით მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით)

მაგომედ მახაევს ბრალი დაედო მასში, რომ 2003-2005 წლებში იყო რა საქველმოქმედო ასოცოაცია `იმედის~ პრეზიდენტი, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ამავე ასოციციის ბუღალტერ ნ.ებანოიძესთან ერთად, მიითვისა ასოციაციის კუთვნილი თანხები 137 325  ლარის ოდენობით    (თანხების დატაცების თაობაზე არ არსებობს განცხადება არც ასოციაციის რომელიმე დამფუძვნებლისაგან, არც დონორი ორგანიზაციებიდან და არც ჰუმანიტარული დახმარების მიმღები არც ერთი პირისაგან.)  

ასე მაგალითად, გამოძიების პროცესში არ არიან დაკითხულნი არც ერთი ბენეფიციარი, ჰუმანიტარული დახმარებით მოსარგებლე პირი, რაც მოცემულ კატეგორიის საქმეზე დაუშვებელია. 

წინასწარი გამოძიების პერიოდში პროკურატურა ყოველმხრივ ცდილობდა უსაფუძვლოდ დაემძიმებინა ბრალი და თავდაპირველად განმარტავდა, რომ ჰუმანიტარული ორგანიზაცია ”იმედი” კავშირშია ორგანიზაციებთან, რომლებიც თავის მხრივ კავშირში არიან ტერორისტულ ორგანიზაციებთან, რომლებიც შედიან ”თალიბანისა” და ”ალ - ქაედას” ქსელში, რაც თავის თავად სრული აბსურდია.

ამასთან გვინდა ავღნიშნოთ, რომ ჰუმანიტარილი ორგანიზაცია ”იმედი” თანამშრომლობდა ისეთ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან,  რომელთა მოღვაწეობის არეალი ვრცელდება თითქმის ყველა კონფლიქტურ რეგიონზე – ავღანეთი, ბოსნია, ერაყი, სუდანი, ეთიოპია, პაკისტანი, პალესტინა  და ა.შ.

კერძოდ, გამოძიება აღნიშნავს რომ, საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს Mუსლიმ Hელფენ E. V. – ს და Mუსლიმ Hანდს – ს, (რომლებთანაც თანამშრომლობს ჰუმანიტარული ასოციაცია ”იმედი”) კავშირები აქვს  ”ალ-ქაედა”-სა და ”თალიბანთან” კავშირში მყოფ საეჭვო იურიდიულ პირებთან:  GLOBAL  ღELIEF FOUNDAთION  და  INთEღPAL (A.K.A PღDF) – თან. 


Mუსლიმ Hელფენ E. V. (გერმანია) და Mუსლიმ Hანდს (დიდი ბრიტანეთი) თავის მხრივ ჰუმანიტარული დახმარების პროექტებს ახორციელებენ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზასთან თანამშრომლობით და მხარდაჭერით.

საქმეზე წ/გამოძიება ნაწარმოებია საგამოძიებო ქვემდებარეობის დარღვევით, ვინაიდან სსსკ-ის 62-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული კატეგორიის საქმეები არის საფინანსო პოლიციის ქვემდებარე. ამის მიუხედავად  ძიება აწარმოა ხსენებულმა პროკურატურამ რითაც უხეშად დაირღვა სსსკ 62-ე მუხ. მე-61 მუხ. მოთხოვნები.

სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილება ისე იქნა გამოტანილი და ისე შედგა საბრალდებო დასკვნა, რომ საქმეში მოთავსებული დოკუმენტების ძირითადი ნაწილი არ არის ნათარგმნი ქართულ ენაზე, რითაც უხეშად დაირღვა სსსკ მე-17 მუხ. მე-6 ნაწ. მოთხოვნები.

უხეშად იქნა დარღვეული ბრალდებულ მ.მახაევის უფლება ხელზე მიეღო მშობლიურ ენაზე ნათარგმნი იმ საპროცესო დოკუმენტების ასლები რისი გადაცემაც სავალდებულოა ბრალდებულისათვის, მაგალითისათვის საბრალდებო დასკვნაც კმარა, რითაც დაირღვა სსსკ მე-17 მუხ. მე-3 ნაწ. მოთხოვნები, ხოლო ბრალმდებლის განცხადება გამწესრიგებელ სხდომაზე, რომ არ იყო აუცილებელი საბრალდებო დასკვნის თარგმნა, მიუთითებს, რომ საქმეზე ჩატარებული წ/გამოძიება შორს იყო ევროპის კონვენციისაგან ადამიანთა უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ დაწესებული მინიმალური სტანდარტებისგან. (მუხ. 6 ნაწ. 3)

აღნიშნული უხეში საპროცესო დარღვევების გვირგვინად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის გარემოება, რომ საქმეზე არ არის ორგანიზაცია და პირი ვინც განიცადა ზიანი მ.მახაევისა და ნ.ებანოიძის მოქმედებებით.


წ/გამოძიებაში დაშვებული დარღვევები იმდენად მაშტაბური ხასიათისაა, რომ შეუძლებელი იყო მათი აღმოფხვრა სასამართლო გამოძიების პროცესში.

თავის მხრივ სასამართლო პრიცესზეც არ მიეცა შეფასებები გამოძიების დროს დაშვებულ ხარვეზებს და არ იქნა გამოსწორებული ის ხარვეზები რისი აღმოფხვრაც იყო შესაძლებელი....

მაგალითად, არც სასამართლოში ითარგმნა საქმის მასალები ქართულად და ბრალდებულისთვის გასაგებ ენაზე, არ მოხდა მათი გამოკვლევა სასამართლო სხდომაზე, რაც განსაკუთრებულ აუცილებლობას წარმოადგენდა იმის გამო, რომ სს საქმეში მოთავსებული დოკუმენტების ნახევარზე მეტი რუსულ ან ინგლისურ ენაზეა. უეჭველია, რომ საქმის აღნიშნული მასალები არსებითია მ.მახაევისა და ნ.ებანოიძის უდანაშაულობის დასამტკიცებლად.

ავღნიშნავთ განსასჯელ მაგომედ მახაევის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას, მისი და მისი ოჯახის წევრების სამართლებრივ სტატუსს (მეუღლე და შვიდი შვილი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი,  საქართველოში სარგებლობენ ლტოლვილის სტატუსით).

საერთაშორისო ორგანიზაცია ’Oბსერვატორყ’ (ობზერვატორი) უკვე გაავრცელა ღია წერილი მაჰაევის საქმესთან დაკავშირებით და საქართველოს მთავრობას და არასამთავრობო ორგანიზაციებს საქმის შესწავლისაკენ მოუწოდა.

”ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი” შეშფოთებას გამოთქვამს მახაევის საქმეში დაფიქსირებული დარღვევების გამო და მიიჩნევს, რომ ეს საქმე შეკვეთილია, რაც მიზნად ისახავს საქართველოში ჩეჩენი ლტოლვილების დისკრიმინაციას და მათთვის ყველა დახმარების შეწყვეტას. ”ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი” საერთაშორისო ორგანიზაციებს მაგომედ მაჰაევის საქმით დაინტერესებისაკენ და მისი უფლებების დაცვისაკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები