კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონფლიქტი აფხაზეთის საეკლესიო ეპარქიაში

1 ოქტომბერი, 2006

აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპარქიის საბჭოში 12 წევრია, აქედან - 8 მღვდელმთავარი საბჭოს ერთერთი თანა თავმჯდომარის, ახალი ათონის მონასტრის წინამძღვრის მამა ანდრეი ამპარის მხარდამჭერია, 4 კი - მეორე თანა თავმჯდომარეს მამა ბესარიონ პლიას უჭერს მხარს. ეს 4 მღვდელმთავარი იგნორირებას უკეთებს ეპარქიის საბჭოს.

დაპირისპირება მღვდელმთავრებს შორის დაიწყო მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა მღვდელმთავრებმა ეპარქიაში კარდინალური რეფორმების გატარება დაიწყეს. მამა ანდრეი ამპარსა და მამა დოროფეი დბარს (რეფორმატორული ფრთა) უფრო დიდი გავლენა აქვთ ეპარქიაში, ვიდრე მამა ბესარიონ პლიას.

ბესარიონ პლიას მიაჩნია, რომ რეფორმატორთა უმთავრესი მიზნები, კერძოდ კი საღვთისმეტყველო და ღვთისმსახურების ტექსტების აფხაზურად გადათარგმნა, აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთარი კათალიკოსატის შექმნა, არასწორია. მამა ბესარიონ პლიას სურს აფხაზეთის ეკლესიის დაახლოება რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. ამ საკითხზე კარდინალურად განსხვავებული აზრი აქვთ მამა ანდრეი ამპარსა და მამა დოროფეი დბარს - მათ მიაჩნიათ, რომ აფხაზეთის ეპარქიას არ სჭირდება რუსეთის დახმარება. ისინი დახმარებას საბერძნეთში ეძებენ და ამ მიზნით, უახლოეს მომავალში მამა დოროფეი დბარი საბერძნეთში გაემგზავრება.

მამა ბესარიონ პლია შეეცადა მიეღწია ურჩი მღვდელმთავრების გაწვევას, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა კონფლიქტი. მამა ბესარიონ პლია აფხაზეთში მოღვაწე მღვდელმთავართაგან, საქართველოს მართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ერთადერთი კლირიკოსია. ოფიციალურად აფხაზეთის ეპარქია საქრთველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის. დანარჩენები, რეფორმატორ მღვდელმთავართა ჩათვლით, რუსული ეკლესიის კლირიკოსები არიან.
 
აფხაზეთის ეპარქიაში შექმნილი კონფლიქტის მოგვარებაში კარგა ხანია ჩაერთო მაიკოპის ეკლესია. სწორედ მათი წინადადებით გაიყო ეპარქია ორად და დაინიშნა ორი თანათავმჯდომარე - მამა ბესარიონი და მამა ანდრეი. თუმცა შედეგი ნულის ტოლია. ამ ზაფხულს შეწყდა ღვთისმსახურება სოხუმის საკათედრო ტაძარში, რადგან მამა ბესარიონმა უარი თქვა ჩაეტარებინა წირვა მამა ანდრეისთან ერთად.
 ეპარქიაში არსებულმა დაპირისპირებამ მრევლიც ორად გაყო.
 
რთული ვითარებაა გალის რაიონშიც. ადგილობრივმა მოსახლეობამ შეაგროვა საკმაოდ სოლიდური თანხა რაიონის ცენტრში ეკლესიის ასაშენებლად. მოიტანეს სამშენებლო მასალა, გათხარეს საძირკველი, მაგრამ ავადცნობილმა ოთარ ტურნანბამ (გალის აფხაზური მილიციის უფროსის მოადგილე, ცნობილი კრიმინალი) აკრძალა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობა, მეტიც, მან დააპატიმრა სამი ახალგაზრდა, რომლებიც იქ მუშაობდნენ. გალში ეკლესიის მშენებლობას ხელმძღვანელობდა მამა პიმენი, რუსული ეკლესიის კლირიკოსი. მშენებლობა შეჩერებულია.

ნატო ბერულავა, ზუგდიდი

ახალი ამბები