კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თავდასხმა ფოთის პოლიციაზე

1 ოქტომბერი, 2006

30 აგვისტოს, დაახლოებით 02 საათსა და 30 წუთზე თავდასხმა მოხდა ფოთის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაზე. თავდაპირველად ბოროტმოქმედებმა შენობაში ხელყუმბარა შეაგდეს, შემდეგ კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნენ შენობას. ოპერატიულმა სამსახურმა და საპატრულო პოლიციამ ცხელ კვალზე  მალხაზ ჯალაღონია დააკავა. დაკავებულს ჩხრეკისას აღმოაჩნდა ხელყუბარა. თვიმხილველთა თქმით, სროლები ქალაქის სხვა უბანშიც ისმოდა.

შსს სამეგრელო_ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარმა სამმართველომ 30 აგვისტოს ფოთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა კობა ბერაია და გოჩა მზარელუა. სამხარეო პოლიციის უფროსმა მერაბ გერგაიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მზარელუა არის ე.წ. კანონიერი ქურდის მერაბ მზარელუას ძმაა. რაც შეეხება ბერაიას, მას, სამართალდამცავთა თქმით, დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. ბერაია ადრე ნასამართლევია.

სამხარეო პოლიციის უფროსმა თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, არიან თუ არა კავშირში ბერაია და მზარელუა ფოთის პოლიციის შენობის დაცხრილვასთან. მან განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება. არც ის დააკონკრეტა, აქვს თუ არა კავშირი 30 აგვისტოს  ინცინდენტს, ერთი კვირის წინ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან, როცა მოკლულ იქნა ფოთელი “ავტორიტეტი  ხვიჩა კოკაია.

ნატო ბერულავა ზუგდიდი

ახალი ამბები