კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდში ჟურნალისტი დააყაჩაღეს

1 ოქტომბერი, 2006

25 აგვისტოს, დაახლოებით 20 საათზე, ზუგდიდის ცენტრში, ბოტანიკური ბაღის კარებთან, ორმა დაუდგენელმა პიროვნებამ ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩანთა და მობილური ტელეფონი წაართვა, ხვიჩა ახალაიას. ახალაია ტელეკომპანია „სამეგრელოს“ ჟურნალისტია. დაზარალებულის თქმით, თავდამსხმელები ფიზიკურად ძლიერები იყვნენ, მას ერთმა ხელები გადაუგრიხა, მეორემ კი პირზე ააფარა ხელი. ახალაიამ წინააღმდეგობა გაუწია ბოროტმოქმედებს, ამიტომაც ის სასტიკად სცემეს. ახალაია სოფელ ზედაეწერში ცხოვრობს, რაც ზუგდიდიდან 10 წუთის სავალზეა, თუმცა ის სახლში მხოლოდ ღამის 12 საათზე მივიდა. მას არ ახსოვს , მიიყვანა ვინმემ თუ მარტო მივიდა. ახალაიას სახეზე, სხეულზე ეტყობა მრავლობითი დაჟეჟილობები და როგორც თვითონ ამბობს, ეს ცემის კვალია.

ჟურნალისტი მასზე მომხდარ თავდასხმას არ უკავშირებს საკუთარ პროფესიულ საქმიანობას და აცხადებს, რომ ეს ჩვეულებრივი კრიმინალი იყო.

ხვიჩა ახალაიას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არ განუცხადებია პოლიციაში, შესაბამისად არც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას უბრალოდ არ სჯერა, რომ პოლიცია შეძლებს დამნაშავეთა დაკავებას.

ნატო ბერულავა ზუგდიდი

ახალი ამბები