კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ანაკლიაში მომხდარ უბედურ შემთხვევას 2 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა

1 ოქტომბერი, 2006

27 აგვისტოს, დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში, პოლიციელის ტაბელური იარაღიდან გასროლა მოხდა. ტყვიამ 2 წლის დათო სორდია იმსხვერპლა. ბავშვი მამასთან ერთად მდინარის პირას ისვენებდა. დაჭრილი  დავით სორდია სასწრაფოდ გადმოიყვანეს ზუგდიდის ცენტრალურ  საავადმყოფო რესპუბლიკაში, თუმცა, ბავშვი რამდენიმე საათში გარდაიცვალა. თვითმხილველთა თქმით, იარაღიდან ისროლა არა პოლიციელმა, არამედ მისმა თანმხლებმა ქალმა. დამნაშავე პოლიციელი თვითონ გამოცხადდა ზუგდიდის პოლიციეს სამმართველოში. რამაზ ქარცხია, დაბადებულია 1981 წელს და მიღებული აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება. ქარცხიამ სულ რამოდენიმე თვის წინ დაიწყო შსს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო  პოლიციის კრიმინალურ პოლიციაში მუშაობა. შსს-მ იგი უკვე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.

28 აგვისტოს დაღუპული დათო სორდიას ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა, მეზობლებმა დაარბიეს ქარცხიას სახლ-კარი , მიუხედავად იმისა , რომ ოჯახს 50-მდე სამხარეო პოლიციის სპეცრაზმელი იცავდა. სორდიების განცხადებით,  მათ გაიგეს იმ ქალბატონის ვინაობა, ვინც მოახდინა გასროლა პისტოლეტიდან. ჯერჯერობით სამართალდამცავებს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. დაუდასტურებელი ინფორმაციით ეს ქალია ვინმე ლ. ქარჩავა, რომელიც ქარცხიას მეზობელია და თემურ ქარჩავას (ცნობილი ბიზნესმენის, ამჟამად სასჯელს იხდის მოსკოვში), ძმიშვილი. დაღუპული სორდიას ოჯახი ქარჩავას დაკავებასა და მის გასამართლებას ითხოვს.

ნატო ბერულავა, ზუგდიდი

ახალი ამბები