კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგარეჯოს რაიონის გამგებელს ჟურნალისტის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

1 ოქტომბერი, 2006

კახეთის რეგიონული გაზეთის „პროგრესის“ რედაქცია საგარეჯოს რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს გარსევან ბუხნიკაშვილს გაზეთ „პროგრესის“ კორესპონდენტის მიშიკო ლაზაშვილის სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

როგორც ლაზაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, შეურაცხყოფამდე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ის საგარეჯოს რაიონის გამგეობის თანამშრომელთა სხდომიდან გააძევა. „სხდომებს თითქმის სისტემატურად ვესწრები. ორშაბათს კი სხდომაზე შემოსულმა გარსევან ბუხნიკაშვილმა მიბრძანა სხდომის დარბაზი დამეტოვებინა. მიუხედავად ჩემი მოთხოვნისა, მიზეზი არ დაუსახელებია. მისგან პასუხად მხოლოდ ის მივიღე, რომ მას ასე სურდა. შევახსენე, რომ ხელს მიშლიდა საჯარო ინფორმაციის მოპოვებაში და ისიც ვუთხარი, რომ ჩემს გარდა, სხდომას სხვა ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ და თუ სხდომა დახურული იყო, დარბაზი მათაც უნდა დაეტოვებინათ. ამის შემდეგ გამგებელმა მიყვირა - დარბაზი დამეტოვა, წამოხტა და ჩემსკენ წამოვიდა. მისი მხრიდან ჩემდამი პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად  დარბაზის დატოვება გადავწყვიტე, რა დროსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, ხმამაღლა, ყველას თანდასწრებით რამდენჯერმე ნაძირალა მიწოდა“,- აცხადებს მიშიკო ლაზაშვილი და გამგებლის მ/შ-ს მხრიდან შეურაცხყოფის ფაქტს, ბუხნიკაშვილზე გაზეთში გამოქვეყნებულ კრიტიკულ წერილებს უკავშირებს.

გაზეთ „პროგრესის“ რედაქტორი ლეილა მურაკაშვილი არ გამორიცხავს, რომ  ჟურნალისტზე განაწყენებულმა საგარეჯოს რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ლაზაშვილის წინააღმდეგ სხვა მეთოდებიც გამოიყენოს. „მიშიკო ლაზაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული  ზეწოლისა და პროვოკაციის ნებისმიერ შემთხვევაში პასუხისმგებლობას გარი ბუხნიკაშვილს დავაკისრებთ“, - აცხადებს ლეილა მურაკაშვილი.

თავად საგარეჯოს რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გარსევან ბუხნიკაშვილი მომხდარს არ ადასტურებს და ჟურნალისტის ბრალდებებს პროვოკაციას უწოდებს.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები