კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინცინდენტი კონფლიქტის ზონაში.

2 ოქტომბერი, 2006

30 სექტემბერს, დაახლოებით 17 საათზე სროლის ხმა ისმოდა ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში. შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს ქვეგანყოფილების სამკაციანი ჯგუფი საპატრულო შემოვლას აწარმოებდა სოფლის ტერიტორიაზე. ჯგუფი მოძრაობდა “ვილისის” მარკის ავტომობილით. შამგონის ერთ-ერთ ტყისპირა ქუჩაზე სამართალდამცავებს უცხო მანქანა შეეფეთათ. მანქანაში მყოფმა პირმა მოულოდნელად მიბჯენით გაუხსნა ცეცხლი პოლიციელებს. შედეგად, მძიმედ დაიჭრნენ პოლიციელები კ. თხელიძე და გ. გაბედავა. მანქანაში მყოფმა მესამე პოლიციელმა კ. ჭურღულიამ მოასწრო მანქანის იატაკზე დაწოლა. სწორედ მან გაუხსნა საპასუხო ცეცხლი თავდამსხმელს და მოახდინა მისი ადგილზე ლიკვიდაცია. პოლიციელებმა შეძლეს დამხმარე ძალის გამოძახება.

სამართალდამცავებმა  სასწრაფოდ დაიწყეს მიმდებარე ტერიტორიაზე ძებნითი ღონისძიებები, რადგანაც ადგილიდან გაქრა ბოროტმოქმედის მანქანა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოკლული მარტო არ იყო. დამნაშავის ძებნა გვიან ღამემდე გაგრძელდა, მაგრამ უშედეგოდ. სავარაუდოდ მან თავი გალის რაიონს შეაფარა, შამგონის ამ ტერიტორიას უშუალოდ ესაზღვრება სოფელი თაგილონი.
 
დაჭრილი პოლიციელები სასწრაფოდ გადაიყვანეს ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფო “რესპუბლიკაში”, სადაც მათ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. მძიმეა კახა თხელიძის მდგომარეობა, მას ტყვია ხერხემალში აქვს მოხვედრილი, გაბედავა დაჭრილია მკლავში, ხოლო ჭურღულიას ტყვიით ნაკაწრი აქვს კისრის მიდამოებში. თხელიძეს დიდი რაოდენობით სისხლი აქვს დაკარგული. შესაძლოა ის უმოკლეს ვადაში თბილისში გადაიყვანონ.

რაც შეეხება თავდამსხმელს, ის აღმოჩნდა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მკვიდრი, ეროვნებით ქართველი, ზაზა შამუგია. შამუგია ეჭვმიტანილი იყო შეიარაღებულ ყაჩაღურ თავდასხმებში, ადამიანის გატაცებაში, მკვლელობაში. მას თითქმის 4 წელი უშედეგოდ ეძებდნენ ზუგდიდის პოლიციის  მუშაკები.
 
ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში პოლიციელებზე თავდასხმა ახალი ხილი ნამდვილად არ არის. 2004 წლის იანვარში თავდასხმის შედეგად, მძიმედ დაიჭრა 3 პოლიციელი, ხოლო 2005 წლის 31 იანვარს მანქანაში ჩაცხრილეს ორი პოლიციელი და ერთი კი მძიმედ დაიჭრა.

ნატო ბერულავა, ზუგდიდი

ახალი ამბები