კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვითარება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დაიძაბა

2 ოქტომბერი, 2006

30 სექტემბერს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა  უკვე მეცამეტედ   ზეიმობს გამარჯვებას. მზადება ამ დღისათვის აფხაზებმა კარგა ხანია დაიწყეს. მათ პირველ რიგში გაამაგრეს სასაზღვრო ზოლი მდინარე ენგურის სანაპიროს მთელ პერიმეტრზე, შემოიყვანეს ე.წ. მესაზღვრეთა დამატებითი ძალები, გათხარეს სანგრები, დააყენეს პროჟექტორები. ყოველწლიურად აფხაზებს სერიოზულ დახმარებას საზღვრის ( და ხშირად სხვა საკითხებშიც) დაცვის ორგანიზებაში რუსეთის სამშვიდობო ძალები უწევენ.  გამონაკლისი არც წლევანდელი “ ზეიმი” გამოდგა. რუსეთის სამშვიდობო ძალების 4 ჯავშანტრანსპორტიორი სრული აღჭურვილობით, მესამე დღეა პატრულირებს გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში, იურიდიულად მათ ამის უფლება აქვთ, რადგანაც ეს არის უსაფრთხოების 12 კმ. ზოლი. თუმცა , ყველამ იცის მათი ასეთი გააქტიურების ნამდვილი მიზეზი. რუსები ეხმარებიან აფხაზებს მშვიდობიანად ჩაატარონ ზეიმი.

 რუსეთის სამშვიდობო ძალები ზუგდიდის რაიონშიც გადაადგილდებიან სამხედრო ტექნიკით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ენგურს გამოღმა ისინი უფრო კორექტულები და ფრთხილები არიან. რაც შეეხება გალის რაიონს, მოსახლეობა აცხადებს, რომ რუსი სამშვიდობოები აფიქსირებენ ყველას და ყველაფერს რაც კი გადაადგილდება ამ ზონაში და ინფორმაციას პირდაპირ აწვდიან სოხუმს.

 გარდა ზემოთაღნიშნულისა, გალში მოსახლეობამ შეამჩნია სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული რუსი ეროვნების პირები. მათი თქმით, ეს ხალხი აქ მეორე დღეა რაც გამოჩნდა. ამ ფაქტმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, რადგანაც გალის ქართული მოსახლეობა თვლის, რომ მათი გამოჩენა საქართველოს სპეცსამსახურების მიერ რუსეთის აგენტურული ქსელის დაკავებას და აქედან გამომდინარე პრობლემებს უკავშირდება.
 

ნატო ბერულავა

ახალი ამბები