კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიტყვის თავისუფლების ხარისხი საქართველოში

2 ოქტომბერი, 2006

საერთაშორისო ორგანიზაცია "Article 19 " საქართველოში რევოლუციის შემდგომი მედიის სიტყვის თავისუფლების ხარისხით დაინტერესდა.
28 სექტემბერს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საერთაშორისო ორგანიზაციამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლბთან პოლიტიკოსებთან და ჟურნალისტებთან ერთად მრგვალი მაგიდა გამართა თემაზე "გამოხატვის თავისუფლება საქართველოში, რისკები და გამოწვევები".
შეხვედრაზე განიხილება პოლიტიკური ზეწოლის, თვითცენზურის, ჟურნალისტებზე ფიზიკური ზეწოლის, მედიაეთიკისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხები.

საერთაშორისო ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და თანამეგობრობის ქვეყნებში "Article 19" რეგიონალურმა წარმომადგენელმა ლუიდგარდ ჰამერმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რომ რევოლუციის შემდგომი ტელემაუწყებლები უფრო სუსტია, ვიდრე ის იყო მანამდე. დღევანდელი შეხვედრის მიზანია გაირკვეს ის მთავარი მიზეზები, რის გამოც ეს ხდება. არის ეს სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლის შედეგი თუ ტელემაუწყებელთა მფლობელების მიზეზი.

"Artcie 19" საქართველოში "თავისუფლების ინსტიტუტთან" ერთად თანამშრომლობს. ორგანიზაციის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სიტყვის თავისუფლების და აზრის გამოხატვის საკითხების შესწავლა-ანალიზი და რეკომენდაციის მიცემა ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის.

ახალი ამბები