კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტში პატიმართა უფლებების დაცვის ოფისი ამოქმედდა

9 ოქტომბერი, 2006

თბილისი.09.10.06.მედიანიუსი. სასჯელაღსრულების დეპარტამენტში პატიმართა უფლებების დაცვის ოფისი შეიქმნა. იგი მსჯავრდებულების და პატიმრების უფლებების დაცვის და მათი ყოფითი პირობების გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული. ახალი განყოფილება, ძირითადად, ომბუდსმენის ოფისში მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტდა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბაჩო ახალაიამ აღნიშნა, ახალი ოფისის შექმნით, დეპარტამენტის საქმიანობაში ახალი ეტაპი იწყება.

`ახალი ოფისი იმ სპეციალისტებით დავაკომპლექტეთ, რომლებიც აქამდე სახალხო დამცველის ოფისში მუშაობდნენ. ეს გადაწყვეტილება ერთადერთი მიზნით მივიღეთ - მათ სერიოზულ გამოცდილება აქვთ და წლების მანძილზე პატიმრებთან მუშაობდნენ. მათ დაინახეს, რომ რეალური გადაწყვეტილებების მიღება და მდგომარეობის შეცვლა შეიძლება არა პოსტფაქტუმ, სხვების შეცდომების კირკიტით, როგორც დღემდე ხშირად ხდებოდა, არამედ - შიგნიდან. ამ ადამიანებს ვაძლევთ საშუალებას, თავად შეცვალონ ის, რაც ჯერ კიდევ შესაცვლელია’, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

პატიმართა უფლებების დაცვის ოფისში ამუშავდა ცხელი ხაზიც შემდეგ ტელეფონზე: 75 22 69

ახალი ამბები