22:56, Friday, 15.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ობზერვატორი

11.10.2006
ადამიანის უფლებათა დამცველების მხარდაჭერა

საგანგებო მიმართვა-ობზერვატორი                                

2006 წლის 2 ოქტომბერი
საქართველო
მუქარა/ზეწოლა
GEO 005/0906.OBS 115


ობზერვატორი, წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციისა (OMCT) და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) მიერ ადამიანის უფლებათა დამცველების მხარდასაჭერად შექმნილი ერთობლივი პროგრამა, მოითხოვს სასწრაფოდ ჩაერიოთ საქართველოში მიმდინარე პროცესებში.

სიტუაციის მოკლე მიმოხილვა:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA) ობზერვატორს აცნობა ქ. რუსთავში საიას ოფისის წევრ, ლელა ბექაურის წინააღმდეგ განხორციელებული მუქარის შესახებ.

2006 წლის 21 სექტემბერს მიღებული ინფორმაციით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რუსთავის ოფისში გამართა კონფერენცია, სახელწოდებით ‘საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო პრობლემები’. ბრიფინგის დროს ლელა ბექაურმა აღნიშნა რომ დარღვევები შეინიშნებოდა ქ. რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ლელა აფციაურის საარჩევნო კამპანიის დროს. დეპუტატობის კანდიდატმა ხალხს 37 კილოვატი ელექტრო ენერგიის ვაუჩერები დაურიგა, როგორც წინა საარჩევნო კამპანიის პროგრამის ნაწილი.

რამოდენიმე საათის მერე ლელა ბექაურს სახლში დაურეკა გაურკვეველმა პიროვნებამ, მიაყენა შეურაცხყოფა და დაემუქრა რომ ‘სადმე მაინც დაიჭერდა მას’.

აღნიშნულთან დაკავშირებით საია-მ ხელისუფლებას მიმართა თხოვნით, მუქარის ფაქტზე ჩატარებულიყო გამოძიება, თუმცა ჯერ არანაირი რეაგირება არ მომხდარა.

ობზერვატორი შეშფოთებას გამოთქვამს აღნიშნული მუქარის ფაქტზე, რაც მიზნად ისახავდა ლელა ბექაურის შეშინებას, ხელის შეშლას მის საქმიანობაში-დაიცვას კანონის უზენაესობა და დემოკრატია საქართველოში.

რა ღონისძიებებია გასატარებელი:

გთხოვთ წერილობით მიმართოთ საქართველოს მთავრობას შემდეგი მოთხოვნებით:

i. ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყონ ლელა ბექაურისა და საქართველოში მოქმედი ყველა ადამიანის უფლებათა დამცველის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა, ხელშეუხებლობა.

ii. ჩატარდეს სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება აღნიშნული მუქარის ავტორების დასადგენად, მათ წინააღმდეგ გატარდეს კანონის შესაბამისი სანქციები.

iii. ბოლო მოეღოს ლელა ბექაურისა და საქართველოში მოღვაწე ყველა ადამიანის უფლებათა დამცველის წინააღმდეგ ზეწოლას;

iv. ადამიანის უფლებათა დამცველების შესახებ დეკლარაციას დაემორჩილონ, განსაკუთრებით პირველ მუხლს, სადაც ნათქვამია რომ, ‘ყველას აქვს უფლება, ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად მხარი დაუჭიროს ანდა მოითხოვოს ადამიანის უფლებებისა და ძირეული თავისუფლების დაცვა და განხორციელება როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე.’ ასევე განახორციელონ მე-5 მუხლის პირობები, რომელიც უზრუნველყოფს ‘არასამთავრობო ან სამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის’ უფლებას. და 12.2-ე მუხლი, რომელშიც ნათქვამია რომ, ‘სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა რათა კომპეტენტურმა უწყებებმა უზრუნველყონ ნებისმიერი პირის-ინდივიდუალურად ან საზოგადოებასთან ერთად, დაცვა ძალადობის, მუქარის, შურისძიების, დე-ფაქტო და დე-იურე მტრული დამოკიდებულების, ზეწოლის და სხვა უკანონო ქმედებებისაგან, რისი უფლებაც კანონიერად აქვს მინიჭებული მას არსებული დეკლარაციის მიხედვით“.

v. ზოგადად უზრუნველყონ ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანის უფლებებისა და ძირეული თავისუფლების დაცვა რაც შესაბამისობაში მოვა საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტებთან.


ადრესატები:

- საქართველოს პრეზიდენტი, ბ-ნი მიხეილ სააკაშვილი. საქართველო. თბილისი. სახელმწიფო კანცელარია, ინგოროყვას ქ. 7. 380034. ტელ: +995 32 99 96 53; ფაქსი: +995 32 99 92 00; e-mail: pr@president.gov.ge

- საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ბ-ნი კონსტანტინე კემულარია. საქართველო, თბილისი, ინგოროყვას ქ. 7. ტელ: +995 32 93 23 22; ფაქსი: +995 32 98 99 72; e-mail: snsc@gol.ge

- ეროვნული უშიშროების საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახური. ტელ: +995 32 93 13 22; ფაქსი: +995 32 92 35 58

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მინისტრი ბ-ნი ივანე მერაბიშვილი. ტელ: +995 32 99 62 96 / 998050 / 99 95 55; ფაქსი: +995 32 98 71 46 / 99 95 24; e-mail: presscenter@pol.ge

- საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, შუამდგომლობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტი, თავჯდომარე ქ-ნი ელენე თევდორაძე. საქართველო, თბილისი. რუსთაველის გამზ. 8.  380018 ტელ: +995 32 99 69 51; ფაქსი: +995 32 92 15 63 / 92 33 50

- საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ბ-ნი გია ქავთარაძე. საქართველო, თბილისი. გრიბოედოვის ქ. 19. 380008. ტელ: +995 32 93 27 21 / 93 50 49 / 75 82 22; ფაქსი: +995 32 93 02 25 /75 82 22: e-mail: justice@justice.gov.ge

- საქართველოს გენერალური პროკურორი ბ-ნი ზურაბ ადეიშვილი. საქართველო, თბილისი, გორგასალის ქ. 24. 380014. ტელ: +995 32 98 21 54 / 93 23 44 / 93 68 45 / 99 06 68; ფაქსი: +995 32 98 21 70

- საქართველოს სახალხო დამცველი ბ-ნი სოზარ სუბარი. საქართველო, თბილისი. მაჩაბელის ქ. 11. ტელ: +995 32 92 39 60 / 92 24 78 / 92 24 81 / 93 15 85; ფაქსი: +995 32 92 24 70; e-mail: info@ombudsman.ge

- გაეროს ჟენევის ოფისში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა, ელჩი ბ-ნი ალექსანდრე ჩიკვაიძე. შვეიცარია, ჟენევა, რიუ რიჩარდ ვაგნერის ქ. 1. 1202. ფაქსი: +44 22 733 90 33; e-mail: geomission.geneva@bluewin.ch

- საქართველოს დიპლომატიური მისია ბრიუსელში, ბელგია. ელჩი ქ-ნი სალომე სამადაშვილი. ფაქსი: +32 2 732 85 47

გთხოვთ ასევე მიმართოთ საქართველოს საელჩოებს თქვენთვის სასურველ ქვეყნებში.

***
2006 წლის 29 სექტემბერი, ჟენევა-პარიზი

უმორჩილესად გთხოვთ გვაცნობოთ აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით გატარებული ნებისმიერი ღონისძიების შესახებ.

ობზერვატორი FIDH და OMCT-ს ინიციატივაა და ეძღვნება ადამიანის უფლებათა დაცვას, რომალიც მიზნად ისახავს კონკრეტული დახმარება გაუწიოს ნებისმიერ მათგანს საჭიროების შემთხვევაში. 1998 წელს ობზერვატორმა საფრანგეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ჩატარებულ კონკურსში პირველი ადგილი აიღო.

ობზერვატორთან დასაკავშირებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე:
E-mail: Appeals@fidh-omct.org
ტელ. და ფაქსი: FIDH-ში +33 (0) 1 43 55 20 11 /+33 1 43 55 18 80
ტელ. და ფაქსი: OMCT: +41 (0) 22 809 49 39 / + 41 22 809 49 29


 
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ფედერაცია
საფრანგეთი, პარიზი 75 011
დე ლა მაინ დორის ქ. 17 
წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაცია
შვეიცარია, ჟენევა 8, 1211
რუი დუ ვიუ-ბილარდის ქ. 8 კეის პოსტალე 21

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC