კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროკავშირი რუსეთს ქართველთა დევნის შეწყვეტას სთხოვს

18 ოქტომბერი, 2006

თბილისი.18.10.06.მედიანიუსი. ლუქსემბურგში შედგა ევროკავშირის ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობათა საბჭომ განიხილა და მიიღო დასკვნითი დოკუმენტი საქართველო-რუსეთის ფედერაციის ურთიერთობებთან დაკავშირებით. 

დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ "ევროკავშირის საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებებთან და მათ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ შედეგებთან დაკავშირებით”. 

ევროკავშირის საბჭო ურჩევს რუსეთის ფედერაციას, არ განახორციელოს რუსეთის ფედერაციაში მყოფი ქართველების საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებები. იგი მოუწოდებს ორივე მხარეს, იმოქმედონ მათ მიერ ნაკისრი საერთაშორისო მოვალეობებისა და ვალდებულებების შესაბამისად და იზრუნონ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის სრული დაცვით. 

ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში ნათქვამია: “საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ღრმა შეშფოთებას საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებულ ურთიერთობებში ბოლო დროს გამწვავებული ვითარების გამო. საბჭო ხაზს უსვამს საჯარო რიტორიკის შერბილების მნიშვნელობას და ორივე მხარეს მოუწოდებს განაახლონ დიპლომატიური დიალოგი ურთიერთობათა ნორმალიზაციის მიზნით.
საბჭო ითვალისწინებს ევროკავშირის სურვილს, კიდევ უფრო განავითაროს სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთის ფედერაციასთან და ასევე მის მიზანს გააღრმავოს ურთიერთობები საქართველოსთან ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში. ამ კონტექსტში, საბჭო ადასტურებს ევროკავშირის სურვილს ითანამშრომლოს საქართველოსთან და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთნდობის აღდგენისა და კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით. ევროკავშირს ასევე სურვილი აქვს მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან და რუსეთის ფედერაციასთან რეგიონში კეთილდღეობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით”. 

ამასთან, საბჭო ორივე მხარეს მოუწოდებს, თავინთი ძალისხმევა მოახმარონ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემის საფუძველზე. საბჭო მოუწოდებს მხარეებს, სრულად დაიცვან კონფლიქტებთან დაკავშირებით ადრე მიღწეული შეთანხმებები, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის  შესაბამისად.”
 

ახალი ამბები