კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთიდან საქართველოს კიდევ 60 მოქალაქეს გამოაძევებენ

25 ოქტომბერი, 2006

თბილისი.25.10.06.მედიანიუსი. რუსეთიდან დეპორტაცია საქართველოს კიდევ სულ ცოტა 60 მოქალაქეს ემუქრება. ისინი საქართველოში მესამე ქვეყნის _ უკრაინის, აზერბაიჯანის ან სომხეთის გავლით დაბრუნდებიან.

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თვითმფრინავით სპეცრეისები უახლოეს მომავალში არ იგეგმება, ამიტომ დეპოტირებულებს რუსეთის დატოვება ჩვეულებრივ სამგზავრო თვითმფრინავით მოუწევთ.

მგზავრობის საფასურს რუსეთის ხელისუფლება დაფარავს, მაგრამ პრობლემაა მათთვის ბილეთების შეძენა. ერევნის, ბაქოსა და კიევის მიმართულებით ერთი თვით ადრე ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია და დაკავებული ქართველების ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია.

ახალი ამბები