კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეპორტირებულ ქართველთა უფლებების დარღვევის საკითხს საპარლამენტო კომისია შეისწავლის

25 ოქტომბერი, 2006

თბილისი.25.10.06.მედიანიუსი. საქართველოს პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელიც რუსეთიდან დეპორტირებული ქართველების პრობლემებს შეისწავლის. კომისია მუშაობას 26 ოქტომბრიდან შეუდგება და მას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკა გვარამია უხელმძღვანელებს.

ნიკა გვარამიას კანდიდატურა ოპოზიციისთვის მისაღები აღმოჩნდა და მისგან მწვავე პოლიტიკური შეფასებების გაკეთებას მოითხოვს.

`კომისია იქნება რეალურად პოლიტიკური ცენტრი დეპორტირებული ქართველების უფლებების დარღვევის  შეფასებისა და, უპირველეს ყოვლისა, ის გააკეთებს პოლიტიკურ შეფასებას. ასევე მოხდება ამ პროცესების სამართლებრივი შეფასებაც. შეგროვებული მასალები გაეგზავნება საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა ორგანიზაციას, რათა მოხდეს მათი მხრიდან რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციების გატარება~, _ აცხადებს ნიკა გვარამია.

ახალი ამბები