კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტართა ერთი ნაწილი ბაჩო ახალაიას თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს

30 ოქტომბერი, 2006

 თბილისი.30.10.06.მედიანიუსი. პარლამენტარები კონსტანტინე გუნცაძე, კახა კუკავა და გია თორთლაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შექმნილი პირობების გამო პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

მათი განცხადებით, საქართველოში პატიმართა წამება მანამდე არ დასრულდება, ვიდრე პენიტენციალურ სისტემას ბაჩო ახალაია უხელმძღვანელებს. ციხეებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მათ დღეს სახალხო დამცველის, სოზარ სუბარისგან მოითხოვეს.

კონსტანტინე გუნცაძის თქმით, ციხეებში პატიმრებს სადისტურად ეპყრობიან, სცემენ, აწამებენ და დამამცირებლად ეპყრობიან. `ეს ყველაფერი 21-ე საუკუნეში ხდება. ბაჩო ახალაიამ 10 თვეში იმდენი დანაშაულის ჩადენა მოასწრო, რომ ანალოგის პოვნა ძალიან ძნელია. ვიდრე პენიტენციალური სისტემის ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია იქნება, საქართველოში პატიმრების წამება არ დასრულდება', - აღნიშნა კონსტანტინე გუნცაძემ.

კახა კუკავას თქმით კი, ე.წ. ციხის ამბოხების შემდეგ უკვე დიდი დრო გავიდა. თუმცა, ციხეებში შექმნილი მდგომარეობა ამ ხნის განმავლობაში ვერც იუსტიციის სამინისტრომ და ვერც პროკურატურამ გამოიძიეს.

'ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ფაქტების გამოსაძიებლად პარლამენტის საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. თუ უახლოეს დღეებში პროკურატურიდან არ იქნება წარმოდგენილი შესაბამისი მასალები, ალბათ, პარლამენტმა ამ საკითხების გამოძიება დამოუკიდებლად უნდა დაიწყოს', - დასძინა კახა კუკავამ.

გია თორთლაძის განცხადებით კი, ბაჩო ახალაია თანამდებობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

ახალი ამბები