კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფიორა მელიორაციაში

31 ოქტომბერი, 2006

სამეგრელო-ზემო სვანეთის ფინანსური პოლიციის სამმართველოს მუშაკებმა დააკავეს ინდმეწარმე იაშა ფაჟავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამ პიროვნებამ ყალბი დოკუმენტაციის მეშვეობით სახელმწიფოს დიდი ოდენობით ზარალი მიაყენა. თავიდანვე საეჭვო იყო ი. ფაჟავას ერთპიროვნულად ჩაედინა მსგავსი რამ. ინდმეწარმე ი. ფაჟავასთან ხელშეკრულება ჰქონდა დადებული სამელიორაციო სამმართველოს “ენგური -ოჩხამური”, რომელიც  “ კოლხიდმშენის” ტრესტის შემადგენლობაში იყო. ხელშეკრულების თანახმად, ინდმეწარმეს გარკვეული რაოდენობის ნაპირგამაგრებითი სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა ზუგდიდის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში: შამგონა, კოკი, ხურჩა, განმუხური, ორსანტია. ( ეს ის სოფლებია, რომლებიც მარტო მიმდინარე წელს ათეულათასობით ლარით დაზარალდა მდინარე ენგურის ადიდების შედეგად.) ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, დოკუმენტაციით ნაჩვენები იყო, რომ სამუშაოები შესრულებულია და თანხებიც სრულად არის გაწერილი. სინამდვილეში კი საქმე სულ სხვაგვარად იყო. ფაჟავას დაკავებიდან მეორე დღეს, ფინანსურმა პოლიციამ დააკავა ზემოთხსენებული მელიორაციის სამმართველოს  უფროსი იანურ მიქავა.

 იანურ მიქავამ, თვითონ შექმნა ინდსაწარმოები, ხელმძღვანელებად თავისი კადრები დანიშნა და როცა ტენდერი გამოცხადდა სამუშაოებზე, სწორედ თავის ინდმეწარმეთა საწარმოებს გაამარჯვებინა.  მიქავა გარკვეულ თანხებს ურიცხავდა ინდმეწარმეებს, მაგრამ ამ თანხების ნაწილი მას უკან უბრუნდებოდა. ამ გზით ი. მიქავამ 20 ათასი ლარი სახელმწიფო თანხა მიითვისა. მაგრამ საქმე ჯერ მხოლოდ ერთ ინდმეწარმეზეა აღძრული, არ არის გამორიცხული კიდევ 3 ასეთ საწარმოთა ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. თანხების რაოდენობაც შესაბამისად გაიზრდება. მიქავასა და ფაჟავას უკვე შეეფარდათ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა. მიქავა გულის შეტევით ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფო “რესპუბლიკაშია” გადაყვანილი. 

 მართალია დამნაშავეები დააკავეს, მაგრამ ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლების მაცხოვრებელთათვის, ეს ვერაფერი ნუგეშია. ისინი შიშით ელოდებიან ენგურში წყლის დონის მომატებას, რასაც თავისუფლად შეუძლია ჰექტრობით სიმინდისა  და თხილის მოსავალი წალეკოს, რაც მთავარია ადამიანთა სიცოცხლეს შეუქმნას საფრთხე.

ნატო ბერულავა, ზუგდიდი 

ახალი ამბები