კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ ლაშა ჩხარტიშვილის და “თანასწორობის ინსტიტუტის” მხარდამჭერთა სასარგებლოდ გადაწყვეტილება გამოიტანა

2 ნოემბერი, 2006

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ “თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრების სასარგებლო გადაწყვეტილება  გამოიტანა.

მოსამართლე ნინო ბაქაქურმა დააკმაყოფილა „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრების  ლაშა ჩხარტიშვილის, ჯაბა ჯიშკარიანის და სხვათა კერძო საჩივარი და უსაფუძვლოდ და უკანონოდ მიიჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის განჩინება.

საქმე ეხება “თანასწორობის ინსტიტუტის” მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს წინააღმდეგ აღძრულ სარჩელს.  ლაშა ჩხარტიშვილისა და თანასწორობის ინსტიტუტის სხვა წევრების ინტერესებს იცავენ  ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” გამგეობის თავმჯდომარე მანანა კობახიძე და ”კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის” წარმომადგენელი კობა ბოჭორიშვილი. ადვოკატები მანდატურის თანამშრომელთა მიერ “თანასწორობის ინსტიტუტის” წევრებისა და მათი მხარდამჭერების დარბევის გამო მოითხოვდენენ მორალური ზიანის ანაზღაურებას 10 ათასი ლარის ოდენობით. ასევე მოითხოვდნენ, უკანონოდ ყოფილიყო ცნობილი საპატრულო პოლიციის უმოქმედობა, რაც გამოიხატა მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა დაუცველობაში.

თბილისის საქალაქო საქმეთა ადმინისტრაციულმა კოლეგიამ 2006 წლის 30 აგვისტოს აღნიშნული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი განაცხადა. სწორედ ეს განჩინება გაასაჩივრეს კერძო საჩივრით ადვოკატებმა მანანა კობახიძემ და კობა ბოჭორიშვილმა. ”თანასწორობის ინსტიტუტის” ინტერესების  დამცველებმა საჩივარში დაასაბუთეს, რომ უსაფუძვლო იყო საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 აგვისტოს განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ადვოკატების არგუმენტები, გააუქმა საქალაქო სასამართლოს განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

“კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, “კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი”, “თანასწორობის ინსტიტუტი” და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის პირველი სამართლიანი გადაწყვეტილება თანასწორობის ინსტიტუტეს წევრების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე.

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ახალი ამბები