კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია “თანამგზავრს” შენობის დატოვებას სთხოვენ

2 ნოემბერი, 2006

თელავი.01.11.06.მედიანიუსი. ტელეკომპანია 'თანამგზავრს' ოფისიდან ასახლებენ. იუსტიციის სამინისტროს სასამართლო-სააღსრულებო ბიურომ თელავის ტელეკომპანია “თანამგზავრის” ხელმძღვანელობას ოფისის დასაცლელად ერთკვირიანი ვადა მისცა, _ იტყობინება რადიო  'ჰერეთი' . ამ პერიოდში თუ “თანამგზავრის” ამჟამინდელი ადმინისტრაცია შენობას, საიდანაც დღეს ეს ტელეარხი მაუწყებლობს, არ გაათავისუფლებს, სასამართლო აღმასრულებელი მათზე კანონით გათვალისწინებულ ქმედებებს განახორციელებს.

ტელეკომპანია “თანამგზავრის” დამფუძნებლებს შორის არსებული ხანგრძლივი დაპირისპირების შედეგად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანიის შენობა “თანამგზავრის” ერთ-ერთ დამფუძნებელს, 40 პროცენტის წილის მფლობელსა და ყოფილ დირექტორს ზურაბ ქუმსიაშვილს გადასცა.

ახალი ამბები