კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა დასჯას ითხოვს

2 ნოემბერი, 2006

თბილისი.02.11.06.მედიანიუსი. 'საქართველოში მღებრიშვილიზმის აღორძინებაა', _ აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იგი არასამთავრობო ორგანიზაცია 'ვეტერანთა დარბაზის' წევრთა შიმშილობის აქციის რამდენჯერმე დაშლისა და მოშიმშილეების დაკავების ფაქტებს გამოეხმაურა.

სახალხო დამცველის თქმით, მოშიმშილეთა მშვიდობიანი, კანონიერი აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან საპატრული პოლიციის თანამშრომლებმა რამდენჯერმე აყარეს, შემდეგ კი მისი შვიდი წევრი დააკავეს. ამით, დაირღვა თავისუფალი შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლება.

როგორც ომბუდსმენი აცხადებს, პირველ ნოემბერს მოშიმშილეები საპატრულო პოლიციის მანქანებში ჩასვეს და ნარკოლოგიური შემოწმებისთვის საპატრულო პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. თუმცა, მათ ნარკოტიკების მოხმარება არ დაუდასტურდათ. 'დაკავებულთაგან სამი პირი მეორე ჯგუფის, ერთი კი პირველი ჯგუფის ინვალიდია, ერთიც ეპილეფსიით არის დაავადებული. აქციის მონაწილეთა განცხადებით, შენობაში ყოფნისას სამი დაკავებული შეუძლოდ გახდა და წნევის გაზომვა მოითხოვა, თუმცა შენობაში წნევის აპარატი არ აღმოაჩნდათ. ამის შემდეგ დაკავებულებმა სასწრაფო დახმარების გამოძახება ითხოვეს, რაზეც უარი მიიღეს. აქციის მონაწილეთა თქმით, პოლიციელებს არ შეუდგენიათ დაკავების შესაბამისი ოქმი და არ მიუთითებიათ მოშიმშილეთა დაკავების საფუძველი. ასევე, არ დაკმაყოფილდა აქციის მონაწილეთა მოთხოვნა, მათი უფლებები ადვოკატს დაეცვა. შესაბამისად, საქმე გვაქვს პოლიციელთა მხრიდან განზრახ, უკანონო დაკავებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან. სისხლის სამართლის კოდექსის  147-ე მუხლით განზრახ უკანონო დაკავება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით 2-წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით 5-დან 8 წლამდე. არაადამიანური მოპყრობა კი ამავე კოდექსის 144-ე მესამე პრიმა მუხლით ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 6 წლამდე,' _ აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, მან დღეს უკვე მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეს გიორგი ლაცაბიძეს და თბილისის საპატრულო პოლიციის სამსახურის უფროსს გიორგი გრიგალაშვილს, რათა ზემოთხსენებულ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და საპატრულო პოლიციის კანონდამრღვევი თანამშრომლები კანონის ძალით დაისაჯონ.

ახალი ამბები