კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველმა გადასახადების გადახდასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ფინანსურ პოლიციას მიმართა

7 ნოემბერი, 2006

თბილისი.06.11.06.მედიანიუსი. საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულის მოსახლეობამ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიმართა განცხადებით, რომელიც ელექტროენერგიის მიწოდებასა და გადასახადების გადახდასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეხება.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ენერგოომბუდსმენის თანამშრომლებთან ერთად ჩავიდნენ სოფელ პატარძეულში და ადგილზე გაეცნენ იქ არსებულ ვითარებას. ადგილობრივი მოსახლეობა, სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, უკმაყოფილებას გამოხატავდა იმის გამო, რომ ქვითარს, რომელსაც მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სანაცვლოდ სალაროში აძლევენ, არ აქვს ბეჭედი და არ მოჰყვება ამონაწერი ქვითარი საკასო აპარატიდან.

აღნიშნულის შესამოწმებლად სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მივიდნენ სოფელ პატარძეულის ენერგოდისტრიბუციის სამსახურის სალაროში, სადაც მოლარემ, ია სიბოშვილმა დაადასტურა, რომ ქვითარს გასცემს ბეჭდისა და საკასო აპარატიდან ამონაწერის გარეშე, შემოსულ თანხას კი საგარეჯოს რაიონის მთავარ მოლარეს აბარებს.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა მიმართეს მთავარ მოლარეს, ნ. მეზვრიშვილს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სამსახურს არ აქვს ბეჭედი, ქვითრებს კი კახეთის სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის ოფისიდან იღებენ, რომელიც თელავში მდებარეობს და ქვითრებს ბეჭდისა და საკასო აპარატის გარეშე გასცემენ.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში განმარტავენ, ქვითრის ფორმა დამტკიცებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის ბრძანებით, რომლის თანახმად, სხვადასხვა რეკვიზიტებთან ერთად, ქვითრის ქვედა მარცხენა კუთხეში მითითებულია ბეჭდის ადგილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვითარი გაცემული უნდა იყოს ამ დადგენილი წესის თანახმად, საკასო აპარატის ქვითართან ერთად.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ გადახდილი გადასახადები ვერ კონტროლდება შესაბამისი ორგანოების მიერ. სოფელ პატარძეულის მოსახლეობა ვერ იღებს სრულყოფილ დოკუმენტს და სადისტრიბუციო კომპანიის სამსახური არ იყენებს საკასო აპარატს.

,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ” ორგანული კანონის 21-ე მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად სოზარ სუბარმა რეკომედაციით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფროსს დავით კეზერაშვილს, რათა შეისწავლოს ზემოაღნიშნული საქმე და მოახდინოს რეაგირება.

ახალი ამბები