კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტმა რუსუდან ნიკურაძემ სახალხო დამცველს შეახსენა, რომ მან „რუსთავი 2“-ს შრომითი დავა მოუგო

7 ნოემბერი, 2006

ჟურნალისტი რუსუდან ნიკურაძე სახალხო დამცველს მიმართავს თხოვნით, რათა ის, პარლამენტში საანგარიშო მოხსენებით გამოსვლის დროს, ნიკურაძეს და „ტელეკომპანია 2“-ს შორის დღემდე მოუგვარებელ შრომით დავასაც შეეხოს.

„...იქნებ მედიის პრობლემებზე საუბრისას პარლამენტში  თქვენს გამოსვლაში ბოლოსდაბოლოს ყურადღება მიაქციოთ იმ არნახულ განუკითხაობასა და ცინიზმს, რასაც ტელეკომპანიის მხრიდან დაუცველი ჟურნალისტისადმი აქვს ადგილი!  შეგახსენებთ, რომ რუსეთში ვიმყოფები, ველოდები რუსთავი2-ის მხრიდან  აბსოლუტურად დაუმსახურებლად მოყენებული უდიდესი მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურებას და ჩემი და ჩემი 4 შვილის ბედი სწორედ საზოგადოების, თქვენი ორგანიზაციის მხარდაჭერაზეა  დამოკიდებული" -  წერს რუსუდან ნიკურაძე სოზარ სუბარისადმი  ღია წერილში, რომელიც საინფორმაციო საშუალებებს, საქართველოს მედია საბჭოს, ადგილობრივ  და საერთაშორისო ჟურნალისტურ გაერთიენებებს გაეგზავნა.

რუსუდან ნიკურაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის მოსკოველი თანამშრომელი იყო. მან ტელეკომპანიას    შრომითი დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამა  წლის 28 ივლისს მოუგო. 6 ოქტომბერს  „რუსთავი 2-ის“ წარმომადგენელმა გააპროტესტა თბილისის სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და  საქმე სააპელაციო სასამართლოს გადასცა. გამწესრიგებელი სხდომა 16 ნოემბერს დაინიშნა.

სოზარ სუბარის საანგარიშო მოხსენებით   ( „2006 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლების დაცვის მდგომარეობის შესახებ“) გამოსვლა პარლამენტში ნოემბერშია დაგეგმილი.

ახალი ამბები