კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამკურნალო დაწესებულებაში 86 წლის პატიმარი გარდაიცვალა

7 ნოემბერი, 2006

თბილისი.07.11.06.მედიანიუსი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მსჯავრდებული, 86 წლის ამირან ფ. გარდაიცვალა. იგი ქსნის #7 საპყრობილედან სამკურნალო დაწესებულებაში 2006 წლის 9 სექტემბერს გადაიყვანეს.

ექიმების დასკვნით, მსჯავრდებულის გარდაცვალების მიზეზი მოხუცებულობითი დაძაბუნება და ზოგადი ათელოსკლეროზის ფონზე განვითარებული მწვავე გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა გახდა.

ამირან ფ. 2005 წლის ოქტომბერში მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ახალი ამბები