კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენა კვალიფიციური იურიდიული დახმარებით ისარგებლებს

10 ნოემბერი, 2006

თბილისი.08.11.06.მედიანიუსი. საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა გია ქავთარაძემ წარადგინა "იურიდიული დახმარების შესახებ" კანონის პროექტი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგიის ფარგლებში შემუშავდა.

კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მოქალაქეთა დაცვის უფლების უზრუნველყოფასა და ქვეყანაში უფასო იურიდიული დახმარების ეფექტიანი სისტემის შექმნას.

აღნიშნული კანონპროექტის ამოქმედების პირობებში საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს შესაძლებლობა მიეცემა, სახელმწიფოს ხარჯზე მიიღოს იურიდიული კონსულტაცია, მისი ყველაზე დაუცველი ფენა კი კვალიფიციური იურიდიული დახმარებით ისარგებლებს.

უფასო სამართლებრივი დახმარების დღემდე არსებული სქემა რეალურად ვერ უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის  სამართლებრივ დახმარებას და იგი, ფაქტობრივად, ფორმალურ ხასიათს ატარებს.

აღნიშნული სფეროს რეგულირების მიზნით, კანონპროექტი, იურიდიული დახმარების სამსახურის სახით, ქმნის ორგანოს, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კოორდინაციას გაუწევს იურიდიული დახმარების სისტემას. აწესებს დახმარების ხარისხის კონტროლისა და პასუხისმგებლობის მექანიზმს. პროექტის ცალკეული პუნქტები განსაზღვრავს დახმარებით მოსარგებლე პირთა წრეს და მათთვის გასაწევ იურიდიული მომსახურების პაკეტს. იქმნება სახელმწიფო სახსრების ხარჯვის კონტროლის სისტემა.
სოციალურად დაუცველ მოსახლეობის გარდა, იურიდიული დახმარების სამსახური საქართველოს ყველა მოქალაქეს გაუწევს სამართლებრივ საკითხზე უფასო კონსულტაციას.

პროექტის მიხედვით, იურიდიული დახმარება განხორციელდება სხვადასხვა ფორმით _ იურიდიული დახმარების ბიუროების, ტენდერის შედეგად შერჩეული იურიდიული დახმარების მიმწოდებლების, ან საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატების მეშვეობით.

კანონპროექტი ჰარმონიზებულია ევროკავშირის დირექტივებთან, ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა შესახებ ევროპის კონვენციებთან, ევროსასამართლოს პრეცედენტებთან და სხვა საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
უახლოეს მომავალში კანონპროექტი განსახილველად პარლამენტში გაიგზავნება.

ახალი ამბები