კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიმართვა პრეზიდენტს

13 ნოემბერი, 2006

საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს

საქართველოში მომუშავე არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების

მ ი მ ა რ თ ვ ა

21 წლის სტუდენტი და წარმატებული ფეხბურთელი გიორგი მიქიაშვილი ზუსტად ერთი წლის წინ, 2005 წლის 29 ოქტომბერს თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. ინციდენტის დროს გიორგი პოლიციელებმა სასტიკად სცემეს. მისი ფიზიკური შეურაცხყოფა წინასწარი დაკავების იზოლატორშიც გაგრძელდა, რის შედეგადაც მას თავის ტვინის შერყევა განუვითარდა.

მოგვიანებით გიორგის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ციხის საავადმყოფოს ექიმების წინასწარი დასკვნით, მას რეაქტიული მდგომარეობა დაუდგინდა, რის გამოც ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

გიორგი მიქიაშვილის მდგომარეობა შეისწავლა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრ 'ემპათია'-ს პრეზიდენტმა, ფსიქიატრთა მსოფლიო ასოციაციის „წამების ფსიქოლოგიური შედეგები და აღკვეთა“ სექციის წევრმა მარიამ ჯიშკარიანმა, რომლის დასკვნითაც დაკავებულს მწვავე აფექტურ-ბოდვითი მდგომარეობა, ქალა – ტვინის დახურული ტრავმული დაზიანება და თავის ტვინის შერყევა დაუდგინდა. როგორც მარიამ ჯიშკარიანის, ასევე ციხის საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილების უფროსის თენგიზ მემარნის რეკომენდაციით, დღეს რუსთავის #6 კოლონიაში მყოფი გიორგი სტაციონალურ სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის სასწრაფოდ ჩატარებას და შესაბამისად სპეციალიზებულ კლინიკაში მკურნალობას საჭიროებს, რაც დღემდე არ ხერხდება.

გიორგის ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობას ადასტურებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძეც.

სასამართლო, განსასჯელის მძიმე მდგომარეობის გამო პროცესს ვერ მართავს, ევროპის სასამართლოში მისი საქმე განხილვას ელოდება, მაგრამ მიაღწვეს კი გიორგი სტრასბურგის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის დღემდე ცოცხალი? პროკურატურა ნაცვლად იმისა, რომ გიორგის მწამებელი პოლიციელების ვინაობით დაინტერესდეს, მისთვის სასჯელის დამძიმებას და 6 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

გვაინტერესებს, ხომ არ არის ეს ანგარიშსწორება გიორგის, როგორც ჟურნალისტის ძმის მიმართ, რომ მერე დანარჩენები შევშინდეთ და ხმა ვერ ამოვიღოთ?
უმორჩილესად გთხოვთ, დაინტერესდეთ აღნიშნული საქმით, რათა მიეცეთ უფლება  ექსპერტებს, დაადგინონ გიორგი მიქიაშვილის ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობა და გადაიყვანონ იქ, სადაც მას შესაბამისად უმკურნალებენ. პროკურატურის, პოლიციისა და პატრულის ღირსებას ნუ შესწირავთ ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლეს.
თქვენ ჩვენი პრეზიდენტი ხართ და ნამდვილად არ გვინდა იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ახალგაზრდებს სასტიკი წამებით კლავდნენ.

1. გელა მთივლიშვილი – ჟურნალისტი, კახეთი
2. მარინა გოგოლაძე – კახეთის რეგიონული გაზეთ 'იმედი', ლაგოდეხი
3. ინგა შიოლაშვილი – ჟურნალისტი, დედოფლისწყარო
4. მადონა ბატიაშვილი –ჟურნალისტი, სიღნაღი
5. თამარ მახარაშვილი – ჟურნალისტი, გაზეთი 'იმედი', გურჯაანი
6. თინათინ ფხოველიშვილი –'კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა კლუბი'
7. ლია ხუროშვილი – იურისტი, ა/ო 'ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი' გურჯაანი
8. გიორგი ფენაშვილი – იურისტი, ა/ო 'ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი', გურჯაანი
9. ნანა ჭაბუკაძე – იურისტი, ა/ო 'ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი', გურჯაანი
10. ლეილა მურაკაშვილი – ჟურნალისტი, გაზეთი 'პროგრესი', გურჯაანი
11. მანანა ნადაშვილი – ჟურნალისტი, გურჯაანი
12. ნონა ქადაგიშვილი – ჟურნალისტი, გურჯაანი
13. ნინო ჭაბაშვილი – ჟურნალისტი, სიღნაღი
14. ზვიად რუაძე – ჟურნალისტი, გაზეთი '24 საათი', გურჯაანი
15. ხათუნა გულიაშვილი – ჟურნალისტი, ტელეკომპანია 'მზე', თელავი
16. მედეა ჯავშანაშვილი - კახეთის რეგიონული გაზეთის 'იმედი', გურჯაანი
17. ლალი დავითაშვილი –კახეთის რეგიონული გაზეთი 'სპექტრი', გურჯაანი
18. მანანა აშკარელიშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია 'ერისიმედი', გურჯაანი
19. რომან ქევხიშვილი – ჟურნალისტი, რადიო 'ჰერეთი', თელავი
20. ნოდარ ბუჭყიაშვილი – კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა კლუბი
21. მარიკა ბალიაშვილი  – ა/ო 'იურისტთა განვითარების ცენტრი', სიღნაღი
22. ალექსანდრე თათრიშვილი – იურისტი, სიღნაღი
23. შორენა ქათამაძე - ა/ო 'იურისტთა განვითარების ცენტრი', სიღნაღი
24. პაატა ჯალიაშვილი – იურისტი, სიღნაღი
25. რამაზ სამხარაძე – ჟურნალისტი, რადიო 'ჰერეთი', ლაგოდეხი
26. ხათუნა გოგაშვილი – ჟურნალისტი რადიო 'ჰერეთი', ლაგოდეხი
27. გიორგი ალადაშვილი – ჟურნალისტი, რადიო 'ჰერეთი', ლაგოდეხი
28. თამუნა უჩიძე – ჟურნალისტი, გაზეთი 'სამხრეთის კარიბჭე' სამცხე – ჯავახეთი
29. ია გეგეშიძე – ჟურნალისტი, გაზეთი 'სამხრეთის კარიბჭე' სამცხე – ჯავახეთი
30. გულო კოხოძე – ჟურნალისტი, სამცხე – ჯავახეთი
31. ნინო ნარიმანაშვილი – ჟურნალისტი, სამცხე – ჯავახეთი
32. ნათია ნებიერიძე – ჟურნალისტი, სამცხე - ჯავახეთი
33. მაკა მალაყმაძე – ჟურნალისტი, გაზეთი 'ბათუმელები', ბათუმი
34. ბაკურ ბოლქვაძე – იურისტი 'ადამიანის უფლებათა ცენტრი', ბათუმი
35. იაგო ბარამიძე – იურისტი 'ადამიანის უფლებათა ცენტრი', ბათუმი
36. ირმა ზოიძე – ჟურნალისტი, რადიო 'მწვანე ტალღა', ბათუმი
37. ნონა კვასტიანი – ჟურნალისტი, 'აჭარის რადიო', ბათუმი
38. ზურა ბაუჟაძე – ჟურნალისტი, ტელეკომპანია '25-ე არხი', ბათუმი
39. შოთა ბურჭულაძე - ჟურნალისტი, ტელეკომპანია '25-ე არხი', ბათუმი
40. თინიკო ჭკუასელი - ჟურნალისტი, ტელეკომპანია '25-ე არხი', ბათუმი
41. საბა წიწიკაშვილი – ჟურნალისტი, გორი
42. თეა თედლიაშვილი – ჟურნალისტი, გორი
43. შორენა ღლონტი – ჟურნალისტი, გაზეთი 'გურიის მოამბე', ოზურგეთი
44. გიორგი სირაძე – ჟურნალისტი, ჩოხატაური
45. ნინო ვარშალომიძე – ჟურნალისტი - ოზურგეთი
46. დავით მჭედლიძე - 'ინტერნიუსი – საქართველო'
47. რუსუდან ნიკურაძე – ჟურნალისტი მოსკოვიდან
48. ელისო ჩაფიძე – გაზეთ 'რეზონანსის' ჟურნალისტი, თბილისი
49. ნატა ბერულავა – ჟურნალისტი, ზუგდიდი
50. ელდინო ჯანგულაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია, თელავი
51. გია თორთლაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი, თბილისი
52. მაია ერისთავი – თბილისი
53. ბრეგვაძე თინათინი – თბილისი
54. ფაღავა ირინე – თბილისი
55. ბრეგვაძე ზაალი – თბილისი
56. გიორგი აშბა – აფხაზეთიდან
57. გივი აზაურაშვილი – თბილისი
58. მარიამ გამხარაშვილი – საინგილოდან
59. ელდარ აბულაშვილი – საინგილოდან, კახი
60. ონისე ჩეკურიშვილი – ბათუმიდან
61. მალხაზ ხანგოშვილი – პანკისის ხეობიდან
62. მანანა თედეშვილი – სამაჩაბლოდან
63. ელისო ტეკაევა – სამაჩაბლოდან
64. მანუჩარ ჯგერენაია – აფხაზეთიდან
65. კობა ჩაჩუა – სამტრედია
66. გიორგი ოთხმეზური - თბილისი


ხელმოწერები გრძელდება

ახალი ამბები