07:34, Tuesday, 19.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ქართველების დეპორტაცია თურქეთიდან

24.11.2006
21 ნოემბერს, თურქეთიდან 125 ქართველი მოვაჭრის დეპორტაცია მოხდა. მათი განცხადებით, ისინი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე, საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ქემალ-ფაშაში მოულოდნელად ჟანდარმერიამ დააკავა.

“მოვიდა ჟანდარმერია, გაგვჩხრიკეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ავტობუსებში ჩაგვსვეს. შეიარაღებულები იყვნენ და უხეშად გვექცეოდნენ. მე რაც გავიგე, “ჰაივან, ჰაივან”-ო გვეძახოდნენ, რაც თურქულად ძროხას ნიშნავს. საზღვარზე მოგვიყვანეს და პასპორტებში დეპორტაცის ნიშანი ჩაგვირტყეს. ამ ბეჭდის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლა გვეკრძალება. რისთვის გაგვიკეთეს დეპორტაცია, რა დავაშავეთ, ამაზე ჩვენთვის არანაირი განმარტება არავის მოუცია”, - განაცხადა დეპორტირებულმა ხათუნა მგელაძემ.

ერთ-ერთი თურქი მძღოლის თქმით, ჟანდარმერია სავარაუდოდ ნარკოტიკს ეძებდა.
დღეს, დეპორტირებულებმა ბათუმში საგარეო-საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობასთან აქცია გამართეს  და ხელისუფლების თანადგომა მოითხოვეს.

წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ჟანი ფატლაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის შესახებ საქართველოს ტრაპიზონის საკონსულოს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია: “ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რა მოხდა თურქეთში. ჯერჯერობით ამის თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ჩვენ ამის თაობაზე დავუკავშირდით თურქეთის საკონსულოს ბათუმში. საღამოს ჩვენ მათთან გვექნება შეხვედრა და გავარკვევთ თუ რა იყო ამის მიზეზი”.

ქართველების დეპორტაციასთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებენ თურქეთის საკონსულოში.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ნოჩიკო გოგსაძე
2012-05-08 18:49
მე არ ვარ ამ 125 კაციდან არცერტი დეპორტირებული ვარ 2007 წელს ვიზაზე გადაცილებისატვის დადეპორტებული და სად შემიძლია გავარკვიო ცჰემი დეპორტის შესახებ. როდის მიმთავრდება დეპორტი ტუ ვინმეს გაგვთ ამის შესხებ რაიმე სახის ინფორმაცია გტხოვთ დამეხმაროთ . მადლობას ვიხდი წინასწარ :)
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC