კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქარელის რაიონის ყოფილი გამგებელი ,,თრიალეთს” დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

28 ნოემბერი, 2006

ტელერადიოკომპანია ,,თრიალეთის” მილოცვას იმის თაობაზე, რომ ქარელის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე ბესიკი ბანკანაშვილი თანამდებობაზე აღდგა, ქარელის რაიონის ყოფილი გამგებელი გია ზანარდია დეზინფორმაციას უწოდებს.

საქმე იმაშია, რომ 2006 წლის ივნისს ქარელის გამგებლის გია ზანარდიას ბრძანებით თანამდებობიდან გათავისუფლდნენ მისი ორივე მოადგილე – თინა გაგნიძე და ბესიკი ბანკანაშვილი. თინა გაგნიძე მაშინდელი პარლამენტარის ბადრი ნანეტაშვილის მეუღლის ალალი ბიძაშვილია, ხოლო ბესიკი ბანკანაშვილი ბადრი ნანეტაშვილის თანაკლასელი. ბადრი ნანეტაშვილი და ბესიკი ბანკანაშვილი ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვარში ერთად სწავლობდნენ. ტელეკომპანია, რომელმაც ბესიკი ბანკანაშვილს თანამდებობაზე აღდგენა მიულოცა, ბადრი ნანეტაშვილს ეკუთვნის.

მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტმა ბადრი ნანეტაშვილი პარლამენტიდან გამოაძევა, შესაბამისად ადგილზე მისი კლანის წევრები ჩამოაშორეს მაღალ თანამდებობებს. ბანკანაშვილმა მოგვიანებით გამგებლის ბრძანება სასამართლოში გაასაჩივრა. როგორც ,,თრიალეთი” იუწყება, მოსამართლემ, გია ზანარდიას ბრძანება უსაფუძვლოდ მიიჩნია და ბანკანაშვილი თანამდებობაზე აღადგინაო.

ბესიკი ბანკანაშვილმა განაცხადა, რომ სამუშაოს შეუდგება და დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად შეასრულებს.

,,თრიალეთის” განცხადებას სასაცილოს უწოდებს ბრძანების ავტორი გია ზანარდია: `შეუძლებელია ბანკანაშვილი თავის პოსტს დაუბრუნდეს, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გამგებელიც და შესაბამისად მისი მოადგილეები ჩამოშორდნენ პოსტს. მოსამართლემ გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაიწერა. არც ახალი გამგებელია არჩეულია ჯერ, რომ ბესიკი ბანკანაშვილი მოადგილედ დაენიშინა. ისე რომ ,,თრიალეთის” ინფორმაცია დეზინფორმაციაა.” – განაცხადა გია ზანარდიამ სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში.

ახალი ამბები