კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფინანსური პოლიცია გურჯაანის რაიონის გამგეობას ამოწმებს

1 დეკემბერი, 2006

გურჯაანის რაიონის გამგეობას ფინანსური პოლიციის კახეთის სამმართველო ამოწმებს. სისხლის სამართლის საქმე, თანამდებობის პირთა მიერ 2005-2006 წლებში, ინფრასტრუქტურის განვითარების საბაბით, სახელმწიფო ფინანსების უკანონოდ გახარჯვისა და მითვისების ფაქტზეა აღძრული. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ჯერ კიდევ არსებული გურჯაანის რაიონის გამგეობის საფინანსო - ეკონომიკური სამსახურის უფროსი ანა კუტიბაშვილი. იგი აღნიშნავს, რომ ფინანსური პოლიციის მიერ  მოწვეული რევიზორები ლადო გვარამია და სხვები, არა რაიონის გამგეობას, არამედ ქალაქ გურჯაანის გამგეობის მიერ  ბიუჯეტიდან გასული ხარჯების სისწორეს ამოწმებენ. კუტიბაშვილი იმასაც აცხადებს, რომ ფინანსურ პოლიციას დაწესებულების შესამოწმებლად საჭირო სასამართლო დადგენილება არ აქვს, რასაც არ ადასტურებს ფინანსური პოლიციის კახეთის სამმართველოს უფროსი ზურაბ ავაზაშვილი. „ფინანსურ პოლიციას განცხადებით მომართა მოქალაქემ, გურჯაანის რაიონის გამგეობის მიერ საბიუჯეტო თანხების არასწორად ხარჯვის შესახებ, რაზედაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. არსებობს სასამართლო დადგენილება და მიმდინარეობს ძიება“ - განუცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ზურაბ ავაზაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება საქმის ჩაფარცხვას ცდილობს. ფინანსურ პოლიციაში კი არ გამორიცხავენ, რომ რამდენიმე დღეში, გურჯაანის რაიონის გამგეობის ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირები, აკაკი სიხარულიძე, ზაზა ნაცვლიშვილი, ლევამ მექერიშვილი და სხვები დააკავონ.

ახალი ამბები