კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსახლეობის პროტესტს მერია არ ითვალისწინებს

7 დეკემბერი, 2006

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის მოსახლეობა ცალმხრივი მოძრაობის შედეგად ქუჩის გადატვირთვას აპროტესტებენ. მათ განცხადებით ბათუმის მერიასაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

„ჩვენი ქუჩა ისედაც ვიწროა და ცალმხრივი მოძრაობის შედეგად, ძალიან გადაიტვირთა. არც შუქნიშანი დგას და არც მოძრაობის წესები კონტროლდება.

ბავშვებს ქუჩაში გადასვლა-გადმოსვლა უჭირთ, სკოლაში რომ მივიდნენ, ეს ქუჩა უნდა გადაკვეთონ. ამ მონაკვეთში ავტოსაგზაო შემთხვევებიც გახშირდა. ვითხოვთ, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა როგორმე სხვა ქუჩებზე გადანაწილდეს“, - აცხადებენ ფარნავაზ მეფის ქუჩის მცხოვრებლები.

ცალმხრივი მოძრაობის დაწესებამდე, აღნიშნულ ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა იყო. თუმცა, იმის გამო, რომ ქუჩა თითქმის არ იყო მოასფალტებული, ტრანსპორტი ამ ქუჩაზე ძირითადად არ მოძრაობდა.

გაზაფხულიდან კი, მერიის გადაწყვეტილებით, ერას და ფარნავაზ მეფის ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობა დაწესდა. ქუჩაც ცოტათი მოაასფალტეს, თუმცა ცალმხრივი, გადატვირთული მოძრაობის გასაკონტროლებლად აქ არანაირი საგზაო ნიშნების არ დაუმონტაჟებიათ. ამ უკანასკნელის თაობაზე, ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურის უფროსი, ეკა თარგამაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ინფორმირებული არ იყო.

„ჩვენი სამსახურის თანამშრომლები გავლენ ადგილზე და შეისწავლიან სიტუაციას, თუკი არ არის, ნიშნებს დააყენებენ“, - განაცხადა თარგამაძემ.

მერია ქუჩის განტვირთვას და ტრანსპორტის სხვა ქუჩაზე გადანაწილებისათვის რაიმე ღონისძიებებას არ აპირებს. მოსახლეობის მოთხოვნას, პრეტენზიას უწოდებენ და აცხადებენ: „მოსახლეობა გარკვეულწილად შეეჩვეულია სიჩუმეს ქალაქის ცენტრში. ჩვენი მიზანი ცალმხრივი მოძრაობის ამ ქუჩაზე გადმოტანით ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება და ქუჩის გამოცოცხლებაა. ჩვენი პროექტი ამისკენაა მიმართული“.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები