კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდელ ადვოკატებს პროკურატურის შენობაშიც კი არ უშვებენ

7 დეკემბერი, 2006

ზუგდიდში 10-მდე საადვოკატო ფირმა არსებობს, სადაც დაახლოებით 50-60 ადვოკატია გაერთიანებული. ყოველდღიურად მათ უხდებათ ურთიერთობა პოლიციასთან, პროკურატურასთან, სადაც, როგორც ირკვევა, მათი უფლებები ხშირად ირღვევა.

ერთ-ერთი ასეთი ფირმის “ოქროს ხუთეულის“ ხელმძღვანელმა დარიკო თორდიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა: „1 დეკემბერს საოლქო პროკურატურაში  საქმეზე მივედი, კანცელარიაში გარკვეული დოკუმენტაციის აღებდა მჭირდებოდა.  თავსხმა წვიმაში ჭიშკართან მალოდინეს და შენობაში არ შემიშვეს. დაცვის თანამშრომელმა გამომიტანა საბუთი და ხელიც იქვე მომაწერინა. რა ადამიანის უფლებებისა და ინტერესების დაცვაზეა საუბარი, როდესაც თვითონ ადვოკატის უფლებები ილახება სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში.”

ადვოკატ თორდიას ნათქვამს მისი ზუგდიდელი კოლეგებიც ეთანხმებიან. „ზუგდიდში რაც ხდება, ასეთი რამ, ალბათ, გენპროკურატურაშიც არ ხდება. როცა ადვოკატი მიდის პროკურორთან შუამდგომლობით, ყოველგვარი უფლებების იგნორირებით, არც პროკურატურაში გვიშვებენ, არც კანცელარიაში, იმასაც კი არ გვეუბნებიან საქმე ვის აწერია. დამცირებულად და შეურაცხყოფილად ვგრძნობთ თავს იმ საზოგადოების წინაშე, რომლის კანონიერი უფლებების დამცველებიც ვართ”,- ამბობს  ადვოკატი თანდილა ჯოლოგუა.

ერთ-ერთმა ადვოკატმა კი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, აღნიშნა:  „პროკურორები შენობიდან გამოდიან და საქმის „პაპკები“ იღლიაში აქვთ ამოჩრილი. ქუჩაში საუბრობენ პროცესებზე, შეთანხმებებზე. რომელ დემოკრატიაზე, რომელ ცივილიციაზეა საუბარი?”
 

ნატო ბერულავა, ზუგდიდი 

ახალი ამბები