კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჭარელები დღეს რწმუნებულის ადმინისტრაციიდან გამოყარეს

7 დეკემბერი, 2006

„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს” პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ჭარების მოსახლეობა კვლავ დაუკავშირდა.

ცოტა ხნის წინ „ადამიანის უფლებათა ცენტრი” იუწყებოდა, რომ ჭარების მოსახლეობა რეგიონის ხელმძღვანელობისგან ყურადღებას და დახმარებას ითხოვს. უსახლკაროდ და ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩენილ ქართულ სოფელს დახმარება სჭირდება. სოფელი ჭარები ოსური სოფლებითაა გარშემორტყმული.

დღეს ჭარების მაცხოვრებლები სამხარეო ადმინისტრაციაში მივიდნენ. შენობის დაცვამ მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შენობის გარეთ გამოყრილი ჭარელებმა დახმარებისათვის „ადამიანის უფლებათა ცენტრს” მიმართეს.

სოფელში ძირითადად ლაფაჩები ცხოვრობენ. 1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად სოფელში საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი დაინგრა, ხოლო გარკვეული ნაწილი დაზიანდა. დღეს ეს სოფელი მოწყვეტილია საქართველოს და იქ მისვლით საქართველოს ხელისუფლება არ იწუხებს თავს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი” შეშფოთებას გამოთქვამს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, პატარა ლიახვის ხეობის ოსური დასახლებებით  გარშემორტყმულ სოფელში მაცხოვრებელთა ბედით. როგორც ერთ-ერთი მათგანი მანია ლაფაჩი ამბობს, მათ არც სოფლის გამგებელი, არც ერედვის თემის გამგებელი და არც რეგიონის ხელმძღვანელობა აქცევს ყურადღებას.

ახალი ამბები