კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ARTICLE-19-ია მოწოდება „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ პროექტის ავტორებისადმი

13 დეკემბერი, 2006

ARTICLE-19 მოუწოდებს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ პროექტის ავტორებს, გადაამოწმონ ამ პროექტის დებულებების შესაბამისობა სიტყვის თავისუფლების საერთაშორისო ნორმებთან

ავტორიტეტული საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია ARTICLE-19  მოუწოდებს  „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ პროექტის   ქართველ ავტორებს, გადაამოწმონ  ამ პროექტის  ყოველი დებულების შესაბამისობა სიტყვის თავისუფლების საერთაშორისო ნორმებთან, რამდენადაც კოდექსი საკანონმდებლო ხასიათის იქნება.

„დებულებები, რომლებიც ზღუდავენ სიტყვის თავისუფლებას, უნდა ჩამოყალიბდეს ზუსტი ფორმით ადვილად გასაგებ ენაზე, რაც მოქალაქეებს, სამაუწყებლო კომპანიების ჟურნალისტების ჩათვლით, საშუალებას მისცემს არეგულირონ საკუთარი ქმედებები.

ARTICLE 19-ის კომეტარები და რეკომენდაციები საქართველოს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ პროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია ამ ორგანიზაციის  საიტზე (შესაბამისი ბმული იხილეთ საიტზე media.ge) და დათარიღებულია 2006 წლის აგვისტოთი, ანუ ორგანიზააციამ შენიშვნები გამოთქვა მანამ, სანამ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“  პროექტის საჯარო განხილვა დაიწყებოდა და   დოკუმენტი   საბოლოო სახეს მიიღებდა.

ARTICLE-19   თავის შენიშვნებში აღნიშნავს, რომ პროექტში არ არის ერთმანეთისგან გამიჯნული სავალდებულოდ შესასრულებელი ნორმები, რომლებიც დაუყოვნებლივ შედის ძალაში, და  სასურველი პრაქტიკის პრინციპები, რომლებითაც ჟურნალისტებმა უნდა იხელმძღვანელონ, მაგრამ რომელთა დარღვევა სანქციებს არ იწვევს.

ARTICLE-19-ის რეკომენდაციით,  „კოდექსში ნათლად უნდა გაიმიჯნოს წესები, რომლებიც პირდაპირ უნდა იქნეს ძალაში გატარებული და დებულებები, რომლებიც ჟურნალისტებისათვის ზოგად სახელმძღვანელო პრინციპებს წარმოადგენენ“.

საერთაშორისო ორგანიოზაცია ასევე  მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ კოდექსის არსებული ვარიანტი სხვადასხვა რეგულაციებიდან ამოჭრილი ნაწილების არამყარი ერთობლიობაა, რომლის პრაქტიკაში გამოყენება  ძალიან რთული და შეიძლება შეუძლებელიც კი იყოს.

ARTICLE-19-ის აზრით,  კოდექსის ერთ-ერთი ყველაზე ადვილად შესამჩნევი ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე საკითხი სხვადასხვა სექციებშია  განხილული. ასევე, ხდება ერთი და იგივე საკითხების ხშირად გამეორება, ან  გამოტოვება. ზოგიერთი რეგულაცია კი ურთიერთსაწინააღმდეგოა. ამიტომ, აღნიშნავს ARTICLE-19,  კოდექსს უნდა მიეცეს უფრო ნათლად გამოკვეთილი კანონის სახე და დაიყოს თავებად, მუხლებად და პუნქტებად. ეს გაზრდის კოდექსის ერთიანობას და გაადვილებს მის მოხმარებას.

ARTICLE-19-ის კომენტარებსა და რეკომენდაციებში შემდეგ ნათქვამია:

„კოდექსი  არეგულირებს „მაუწყებლების“ ქცევას, მაგრამ კოდექსი არ ზღუდავს საკუთარი მოქმედების არეალს მხოლოდ მაუწყებლებით და არც  ტერმინ „მაუწყებელის“  ნათელ განსაზღვრებას იძლევა. მაუწყებლობის შესახ კანონის მიხედვით, კოდესში ტერმინი „მაუწყებელი“ ნიშნავს ლიცენზიის მფლობელს. საჭიროა ამ განმარტების   იმ დებულებაში მითითება, რომელიც კოდექსის მოქმედების მასშტ აბს განსაზღვრავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქალაქეებმა შეიძლება შეცდომით შეიტანონ საჩივრები ლიცენზიის არმქონე საშუალებებზე, როგორიცაა ინტერნეტ-მაუწყებლები, უცხოური მაუწყებლები, ან მედიის სხვა საშუალებები, მაგალითად, გაზეთები.

გარდა ამისა, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს კოდექსის მიერ საკუთარი უფლებამოსილების გადაჭარბება. მართალია კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ კოდ ექსს არ უწესებს არავითარ ლიმიტს ლიცენზიის მფლობელებთან მიმართებაში, მაგრამ ეს არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც კარტ-ბლანში ლიცენზიის მქონეთა ნებისმიერ საქმიანობაში ჩარევისათვის. კოდექსი უნდა არეგულირებდეს მხოლოდ იმ ასპექტებს, რაც ლიცენზიის უშუალო გამოყენებასთან არის დაკავშირებული. მიზანშეუწონელია მაუწყებლების სხვა საქმიანობაში ჩარევა, მაგალითად, მაუწყებლებლის მიერ გამოცემულ გაზეთებში გამოქვეყნებული მასალების რეგულირება.

VI თავში აუცილებელია  იმ დებულების ამოღება, რომელიც ლიცენზიის მფლობებელების ვებსაიტების რეგულირებას ისახავს მიზნად. მაუწყებლობის და ინტერნეტის რეგულირებას შორის ფუნდამენტური სხვაობა არსებობს. სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი იყენებს სახელმწიფოს შეზღუდულ რესურსს - ელექტრომაგნიტურ სპექტრს, შესაბამისად ლეგიტიმურია საჯარო ინტერესების დასაცავად სახელმწიფოს მიერ ლ იცენზიის მოთხოვნა. რაც შეეხება ვებსაიტის შექმნას, იგი ნებისმიერს შეუძლია, შესაბამისად, არ არსებობს არავითარი საჭიროება ან დასაბუთება  ელექტრონული პუბლიკაციების კონტროლისათვის.

დებულებები, რომელიც არეგულირებს მაუწყებლების ვებსაიტებს არალეგიტიმურია, რადგან ისინი არეგულირებენ მაუწყებლების იმ საქმიანობას, რომელიც ლიცენზიის გამოყენებასთან არ არის დაკავშირებული.

კოდექსის ზოგიერთი დებულება აშკარად სცილდება იმ უფლებებს, რომელიც მას მაუწყებლობის შესახებ კანონით აქვს მინიჭებული. ამის ნათელი მაგალითია დებულებები, რომლებიც მიმართულია ჟურნალისტების უფლებების გარანტირებისკენ.  ჟურნალისტების უფლებების დაცვა აუცილებელია, მაგრამ ამას კოდექსზე გაცილებით უფრო კომპეტენტური კანონი უნდა არეგულირებდეს.

არანაკლებ სირთულეებს წარმოშობს კოდექსის ის დებულებები, რომლებიც მაუწყებლის შიდა ქცევის წესებს შეეხება. ერთის მხრივ,  რა თქმა უნდა, საჭიროა რეგულირების გარკვეული დონე, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო ინტერესების დაცვას, სარწმუნო ინფორმაციის გავრცელებას და ინფორმაციის არეთიკური გზით მოპოვების თავიდან აცილებას, მაგრამ, მეორეს მხრივ, ასევე საჭიროა, არ  შეიზღუდოს მაუწყებლის ავტონომიურობა საკუთარი კომპანიის მართვაში.

ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ კოდექსის პროექტში მოყვანილი შიდა ქცევის პრაქტიკის ფრაგმენტები ამოღებულია BBC და CBC შიდა კოდექსებიდან. შიდა კოდექსი საკმაოდ განსხვავდება  ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ძალაში გატარებული კოდექსისგან. გარდა ამისა, ეს ორივე კომპანია საჯარო სამაუწყებლო კომპანიები არიან, რომელთაგან, ჩვეულებრივ, ქცევის უფრო მაღალ სტანდარტებს მოელიან, ვიდრე სხვა მაუწყებლებისგან. შესაბამისად, საჭიროა გადაიხედოს ამ შიდა სტანდარტების საერთო კოდექსში შეტანის მართებულობა.

ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს VII თავს (თანამშრომელთა სტანდარტები). რა თქმა უნდა სასურველია, რომ ლიცენზიის მფლობელებმა მიიღონ  წესები, რომლებიც ხელს შეუშლის ინტერესთა კონფლიქტის გაჩენას თანამშრომელთა შორის, მაგრამ სამუშაოზე აყვანის პროცედურა, ჟურნალისტების მიერ  საჩუქრების მიღებასთან დაკავშირებით ან  სხვა, მსგავსი  და შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებში კომიისიის ჩარევა  არაეფექტური იქნება და გამოიწვევს კომისიის რესურსების არამიზნობრივ ხარჯვას.

რეკომენდაციები - კოდექსს დასაწყისში უნდა დაემატოს დებულება, რომელიც განსაზღვრავს რომ კოდექსის მასშტაბი ვრცელდება მხოლოდ ლიცენზიის მფლობელებზე“.

ARTICLE-19-ის რეკომენდაციით:

- ყველა რეგულაცია, რომელიც ლიცენზიის მფლობელთა ვებსაიტებს შეეხება, უნდა ამოიღონ  კოდექსიდან.

- კოდექსიდან უნდა ამოიღონ, ასევე ყველა რეგულაცია, , რომელიც შეეხება ლიცენზიის არმქონეთა უფლებებს და მოვალეობებს.

- ყველა დებულება, რომელიც გადმოღებულია სხვადასხვა კომპანიების შიდა კოდექსებიდან უნდა გადაიხედოს დადგინდეს, რამდენად შესაძლებელია კომისიის მიერ მათი ძალაში გატარება. ეს განსაკუთრებით ეხება VII თავს.“

ARTICLE-19  ასევე ურჩევს კოდექსის პროექტის ავტორებს, გაითვალისწინონ მცირე ზომის ადგილობრივი მაუწყებლების მდგომარეობა, რადგან მათთვის რთული შესასრულებელი იქნება კოდექსში მოცემული მრავალი რეგულაცია.

„ამ მიზნით, შეიძლება სხვა ქვეყნების, მაგალითად, ავსტრალიის გამოცდილების გამოყენება, სადაც მცირე ზომის მაუწყებლები თავისუფლდებიან კოდექსის ნაკლებად მნიშვნელოვანი ნორმებისაგან“,  რჩევას იძლევა   ARTICLE-19.

წყარო: media.ge

ახალი ამბები