კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში ათასობით საწარმოს თანამშრომლები უხელფასოდ დარჩნენ

19 დეკემბერი, 2006

მიცვალებულების შემდეგ კახეთში ცოცხალ მეწარმეებს აწიოკებენ. ამჯერად თელავის საგადასახადო ინსპექციამ შეტყობინებები მოქმედ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს დაუგზავნა და საბანკო ანგარიშიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ აცნობა. კერძო ორგანიზაციების თანამშრომლები წინასაახალწლოდ ხელფასის გარეშე დარჩნენ.

“შეტყობინებაში, რომლის ერთი ეგზემპლარიც, საგადასახადო ინსპექციამ კანონით გადამხედელებსაც უნდა გაუგზავნოს, აღნიშნულია, რომ საგადასახადო დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, გადამხდელის მიმართ განხორციელდება საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებები, რაც გულისხმობს ქონების დაყადაღებას, გაყიდვას და ა.შ., მაგრამ კონკრეტულ შემთხვევებში გადამხდელებს მსგავსი შეტყობინებები არ მიუღიათ და საბანკო ანგარიშებიდან თანხები საგადასახადომ ისე მოხსნა. არსებული მონაცემებით, მარტო კახეთში, ათასობით ინდ-საწარმო და სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომლები წინასაახალწლოდ უხელფასოდ და შემოსავლის გარეშე დარჩნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობა, კიდევ უფრო გაუარესდება”,- აღნიშნავს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ლია ხუროშვილი.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია, იმ გადამხდელებს, რომლებსაც ბიუჯეტის მიმართ დავალიანება არ გააჩნდათ, სარჩელს უმზადებს თელავის საგადასახადო ინსპექციის წინააღმდეგ, რომელსაც თელავის რაიონულ სასამართლოში უახლოეს დღეებში შეიტანენ. უფლებადაცვით ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ მოსარჩელეებს, ვინაობის გახმაურების შემდეგ, ფინანსური პოლიციის მხრიდან სერიოზული პრობლემები შეექმნათ.

ახალი ამბები