კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროკომისიის ოფიციალური განცხადება რასიზმისა და არატოლერანტობის წინააღმდეგ.

19 დეკემბერი, 2006

პრეს-რელიზი 796 (2006)

ევროკომისიის განცხადება რასიზმისა და არატოლერანტობის შესახებ იმ მიმდინარე მოვლენების გამოძახილია, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ქართველების დისკრიმინაციის სახით ვლინდება.

სტრასბურგი, 18.12.06 – ევროკომისიის 46 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები რასიზმისა და ეთნიკური დისკრიმინაციის წინააღმდეგ,  რუსეთში ქართული წარმოშობის ადამიანების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავენ.

სამწუხაროდ, დაპატიმრებები და დეპორტაციების სერია, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ისეთი საპატიო მიზეზებით იყო შენიღბული, როგორიცაა კრიმინოგენული სიტუაციის შემცირება და ბრძოლა არალეგალური მიგრაციისა წინააღმდეგ, რამდენიმე შემთხვევაში ფატალური შედეგით დასრულდა. ევროკომისია რასიზმისა და არატოლერანტობის წინააღმდეგ (ECRI) სასტიკად გმობს ისეთ ქმედებებს, რომლებიც კონკრეტული ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგაა მიმართული.

იმისათვის, რომ რუსეთის ფედერაციამ  ყველა ის რეკომენდაცია დაიცვას, რომელიც 2006 წლის 16 მაისს გამოქვეყნდა, ECRI რუსეთის ხელისუფლებისაგან მოითხოვს გარანტიებს, რომ  რუსეთში კანონი, როგორც ქართული წარმოშობის, ასევე სხვა ეროვნული უმცირესობის წარმოადგენლების შესახებ, სრულდება და ევროსაბჭოს პრინიპული დამოკიდებულება დისკრიმინაციის წინააღმდეგ მკაცრად კონტროლდება.

* * *

ევროკომისია რასიზმისა და არატოლერანტობის წინააღმდეგ (ECRI) არის ევროსაბჭოს დამოუკიდებელი ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანო რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და არატოლერანტობის განხრით. ECRI - ს ქმედებები მოიცავს ბრძოლას აგრესიასთან, დისკრიმინაციასთან და უსამართლობასთან, რომელიც მიმართულია  ეროვნების, ფერის, ენისა და აღმსარებლობის ადამიანების წინააღმდეგ. ECRI სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის მონიტორინგი, ზოგადი თემები და მუშაობა სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად.

ახალი ამბები