კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ორი შვილის მამა - პოლიციის მორიგი მსხვერპლი

19 დეკემბერი, 2006

თბილისი.19.12.06.მედიანიუსი. ქუთაისში საპატრულო პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციისას დაღუპული 19 წლის ვალერი ფხაკაძეს დღეს დაკრძალავენ.

დაღუპულის ოჯახის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის ინსტიტუტის” წარმომადგენლები აღნიშნული საქმის გამოძიებას და ქუთაისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, ვინმე ტაბატაძის დასჯას ითხოვენ.

როგორც „მედიანიუსს“ „თანასწორობის ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა, “არავითარი ოპერაცია არ ყოფილა და ორი შვილის მამა, ვალერი ფხაკაძე, მორიგი უდანაშაულო მსხვერპლია”.

„19 წლის ვალერი ფხაკაძეს ქუთაისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემდეგ მოკლეს. მათი ინფორმაცია, თითქოს ფხაკაძე ქურდობის ფაქტზე დააკავეს, სრული სიცრუეა”, _ განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა და დასძინა, რომ უსამართლოდ მოკლულის ოჯახმა „თანასწორობის ინსტიტუტს“ სიმართლის დასადგენად მიმართა.  „დღეს ჩვენ  ვალერი ფხაკაძის დაკრძალვის პროცესს დავესწრებით და შემდეგ უკვე  საპროტესტო აქციებს დავიწყებთ, რომელიც პერმანენტულ ხასიათს მიიღებს”, - აღნიშნა „თანასწორობის ინსტიტუტის“  წევრმა.

ახალი ამბები