კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

9 აპრილს დაზარალებულები შეღავათების გაუქმებას აპროტესტებენ

25 დეკემბერი, 2006

ჯანდაცვის სამინისტროს შენობის წინ 9 აპრილს დაზარალებულ მოქალაქეთა საპროტესტო აქცია გაიმართა. რამდენიმე ათეული ადამიანი სახელმწიფოს მიერ მათთვის დაწესებული შეღავათების გაუქმებას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ლადო ჭიპაშვილთან შეხვედრას და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების მოწყობას და სხვა უკიდურესი ზომების მიმართვას გეგმავენ. 1999 წლის კანონის თანახმად, 9 აპრილს დაზარალებული მოქალაქეებისთვის კომუნალური, სამედიცინო და სამგზავრო შეღავათები დაწესდა. ახალი კანონმდებლობის თანახმად კი ეს შეღავათები გაუქმდება და დაწესდება კონპენსაცია, რომელსაც აღნიშნული ადამიანები თვეში ერთხელ მიიღებენ.

წყარო: GHN

ახალი ამბები