კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნინო ბურჯანაძე მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან კონსულტაციებს გამართავს

26 დეკემბერი, 2006

ნინო ბურჯანაძე მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან  პრესისთვის საგადასახადო შეღავათების გაგრძელების საკითხზე კონსულტაციებს გამართავს

ბეჭვდით მედიას გარკვეული საგადასახადო შეღავათები შეუნარჩუნდება, მაგრამ კონკრეტულად რომელი,  ეს  კონსულტაციების შედეგად გახდება ცნობილი.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ  25 დეკემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლომდე მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართება.

ბურჯანაძის აზრით, პრესას ხელშემწყობი რეჟიმი უნდა ჰქონდეს. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ პრესამ დამაჯერებელი არგუმენტები უნდა წარმოადგინოს საგადსახადო შეღავათების გაგრძელების სასარგებლოდ.
 
პრესისთვის საგადასახადო შეღავათების გაგრძელების წინააღმდეგია ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატების“ ლიდერი მაია ნადირაძე. მან ბიუროზე განაცხადა, რომ პრესის გამოცემა ბიზნესია, ამიტომ არ შეიძლება მეწარმეებისთვის სასათბურე პირობების დაწესება. პირიქით, უნდა შეიქმნას კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც  ძლიერი გადარჩება, აცხადებს ნადირაძე.

მოქმედი საგადასახადო კოდექსის  თანახმად, 2007 წლის 1 იანვრამდე მედია დღგ-ს მოგების და ქონების გადასახადს არ იხდის, გადასახადისაგან თავისუფლდება სარეკლამო მომსახურების გაწევით მიღებული მოგება და ჟურნალ-გაზეთების საგამომცემლო საქმიანობით დაკავებული პირების  ბალანსზე არსებული და ამ საქმიანობაში უშუალოდ გამოყენებული ქონება.

საგადასახადო შეღავათები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2004 წლიდან დაწესდა.

       წყარო: media.ge 

ახალი ამბები